"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ სასტარტოში, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა დააყენა. სტუმრები მე-13 წუთზე ესტეგორის შეცდომის შემდეგ სტუანიმ დააწინაურა, 42-ე წუთზე კი ლოსანოს მოპოვებული პენალტით ანგარიში სიმეონემ გაათანაბრა.

61-ე წუთზე რუდი გარსიამ 9 ფეხბურთელი შეცვალა და კვარაცხელიაც შეიყვანა მოედანზე. ხვიჩა აქტიურად ჩაერთო თამაშში, სწრაფი კონტრიერიშისას არნაუმ წააქცია და კატალონიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ ქართველი ისევ მოცელეს, მუხლი იტკინა, თუმცა შეცვლა არ მოითხოვა. ერთი სიტყვით, ისე ეუხეშებოდნენ, გეგონებოდა, სპარინგი კი არა, უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო.
"კვარამ" რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

შეთანხმების თანახმად, მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია და "ნაპოლიმ" 3:1 მოიგო. "კვარას" თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია.

დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია ოსიმენს, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს - კლუბი თანახმაა 8 მილიონი, პლუს ბონუსები გადაუხადოს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 6 აგვისტოს „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 1:1 (პენ 3:1)
გოლები: 0:1 სტუანი (13), 1:1 სიმეონე (42, პენ)

მკითხველის კომენტარები / 34 /
3 ქართული კლუბი თამაშობს ევრო ტურნირა ცუდია თუ კარგი ეგ სხვა საკითხია მათი თამაში .. არცერთ გუნდზე არაფერს წერთ და 10 სტატიიდან 8 რა თქვა ნაპოლიმ მისმა მწვრთნელმა დამლაგებელმა მეეზოვემ და ასე შემდეგ გავიგეთ რო ქართველია მაგრამ უკვე მომაბეზრებელია
RR
03 აგვისტო 2023 12:27
5
RR მართალი ხარ, ზედმეტი არაფერი არ ვარგა.
ზაალი
04 აგვისტო 2023 11:00
0
ძალიან მოკლებული აქვს რეები აკეთა თქვვე აქეთ ბიჭებო აქეთ რაღაც ჭირს ამ ბიჭს
BICHI
02 აგვისტო 2023 22:32
31
მოკლებული თქვენ გაქვთ ტვინებში, თქვენნაირ ჩასაფრებულებს. იიი ნაპოლიში ვერ გაქაჩავს, იიი გაანათხოვრებენ.
თქვენ არ იძახდით შარშან?
გულზე ხელი დაიდეთ რამდენს გინდოდათ რომ ჩაფლავებულიყო.
ახლაც იგივე გინდათ და ვერც მალავთ სურვილებს.
ფუ მართლა
!!
02 აგვისტო 2023 23:21
6
ცუდად აარ უთამააშია ძალიან ცუდად ითამაშა გყშინ ვუყურე მაგის თამაშს ესეთი ფორმიდან არასდროს მინახავს თან მერე ბრაზდება არ შეიძლება ესე,,,,,, და ეხლა მართლა გამომიხტებით დივნის ექპერტები ეგრე იყო და არის სიმართლეს თვალებში უნდა უყურო აქ ვინც ასე თუ ისე ნეგატიურ კომენტარს წერს ხვიჩას მიმართ დარწწუმუნებული ვარ 90 პროცენცტს შესტკივა გული და ამით გამოხატავენ ხოოდა კიდევ როცა ასეთ დონეს აღწევ პირადი ურთიერთობა დროებით გვერძე უნდა გადადო
lasha
03 აგვისტო 2023 11:56
7
არაერთ ასაკოვან გულშემატკივართან მისაუბრია ხვიჩას შესახებ.
ყველა ამბობს, რომ ის არანაკლებია, ვიდრე მესხი, მეტრეველი, ყიფიანი ან გუცაევი.
უმეტესობამ კი თქვა, რომ ხვიჩა ამ ლეგენდებზე ძლიერია.
ჰოდა, შევირგოთ ეს ბიჭი!
სუსტი თამაშები პელესაც ჰქონია, მარადონასაც და მესისაც.
ILIA
03 აგვისტო 2023 09:12
6
ზედმეტი ნუ მოგვივა ჯერ - მეტრეველმაც, ყიფიანმაც და გუცაევმაც და კიდე სხვებმა წლები ითამაშეს მაღალ დონეზე, ხვიჩა ახლა იწყებს და ადრეა შედარებები.
ისე კი ქინქლაძეს რომ პოტენციალი ქონდა ეგეთი არაა ნაღდად
gogi
03 აგვისტო 2023 13:22
4
ზედმეტი ნუ მოგვივა ჯერ - მეტრეველმაც, ყიფიანმაც და გუცაევმაც და კიდე სხვებმა წლები ითამაშეს მაღალ დონეზე, ხვიჩა ახლა იწყებს და ადრეა შედარებები.
ისე კი ქინქლაძეს რომ პოტენციალი ქონდა ეგეთი არაა ნაღდად
gogi
03 აგვისტო 2023 13:21
2
ყველა გამოხმაურება
იმედია სერიოზულ ტრამვას გადაურჩა!!! ხვიჩა ნამდვილ გულშემატკივრებს გულწრფელად გვიყვარხარ!!! შენი ყოველი თამაშის ყურება სიამოვნებას გვანიჭებს და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ მატჩებს!!! გვეამაყები!!! წინ და წინ კიდევ უამრავი წარმატებისკენ❤️
პ.ს. მეტი სიკეთე ერო!!!
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2023 14:04
1
ნახევარ საათში თამაშით რა დასკვნა უნდა გააკეთო ამხანაგურ თამაშში...კარგია რომ ფიზიკურად ძალიან მოძლიერებულია.. სამჯერ ძალიან უხეშად ეთამაშნენ.და კარგია რომ ტრამვა სერიზოლი არ მიიგო... ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთბდა...სისწრაფეში ცოტა მოკლებული აქვს..პასებს ჩვეული სირბილით ვერ აკეთებდა..საერთოდ ამ თამაშში ნაპოლის შემტევეი არ ჩანდნენ..რომ გაემწვავებინა თამაში...ნმადვილად ვერ მივხდი რა შეცვალა გარსიამ..ოსიმენის არყოფნაში ჩოლიტო არ უნდა შეეცვალა ...გოლის გამტანი შემტევი მოედანზე ფაქტიურად არ იყო...ასეთი კალხოზნი ფეხბურთით არა მგონია შორს წავიდნენ...
ბუჯანგა
02 აგვისტო 2023 23:13
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული