"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ სასტარტოში, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა დააყენა. სტუმრები მე-13 წუთზე ესტეგორის შეცდომის შემდეგ სტუანიმ დააწინაურა, 42-ე წუთზე კი ლოსანოს მოპოვებული პენალტით ანგარიში სიმეონემ გაათანაბრა.

61-ე წუთზე რუდი გარსიამ 9 ფეხბურთელი შეცვალა და კვარაცხელიაც შეიყვანა მოედანზე. ხვიჩა აქტიურად ჩაერთო თამაშში, სწრაფი კონტრიერიშისას არნაუმ წააქცია და კატალონიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ ქართველი ისევ მოცელეს, მუხლი იტკინა, თუმცა შეცვლა არ მოითხოვა. ერთი სიტყვით, ისე ეუხეშებოდნენ, გეგონებოდა, სპარინგი კი არა, უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო.
"კვარამ" რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

შეთანხმების თანახმად, მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია და "ნაპოლიმ" 3:1 მოიგო. "კვარას" თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია.

დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია ოსიმენს, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს - კლუბი თანახმაა 8 მილიონი, პლუს ბონუსები გადაუხადოს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 6 აგვისტოს „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 1:1 (პენ 3:1)
გოლები: 0:1 სტუანი (13), 1:1 სიმეონე (42, პენ)

მკითხველის კომენტარები / 34 /
იმედია სერიოზულ ტრამვას გადაურჩა!!! ხვიჩა ნამდვილ გულშემატკივრებს გულწრფელად გვიყვარხარ!!! შენი ყოველი თამაშის ყურება სიამოვნებას გვანიჭებს და მოუთმენლად ველოდებით შემდეგ მატჩებს!!! გვეამაყები!!! წინ და წინ კიდევ უამრავი წარმატებისკენ❤️
პ.ს. მეტი სიკეთე ერო!!!
გულშემატკივარი
03 აგვისტო 2023 14:04
1
3 ქართული კლუბი თამაშობს ევრო ტურნირა ცუდია თუ კარგი ეგ სხვა საკითხია მათი თამაში .. არცერთ გუნდზე არაფერს წერთ და 10 სტატიიდან 8 რა თქვა ნაპოლიმ მისმა მწვრთნელმა დამლაგებელმა მეეზოვემ და ასე შემდეგ გავიგეთ რო ქართველია მაგრამ უკვე მომაბეზრებელია
RR
03 აგვისტო 2023 12:27
5
RR მართალი ხარ, ზედმეტი არაფერი არ ვარგა.
ზაალი
04 აგვისტო 2023 11:00
0
ცუდად აარ უთამააშია ძალიან ცუდად ითამაშა გყშინ ვუყურე მაგის თამაშს ესეთი ფორმიდან არასდროს მინახავს თან მერე ბრაზდება არ შეიძლება ესე,,,,,, და ეხლა მართლა გამომიხტებით დივნის ექპერტები ეგრე იყო და არის სიმართლეს თვალებში უნდა უყურო აქ ვინც ასე თუ ისე ნეგატიურ კომენტარს წერს ხვიჩას მიმართ დარწწუმუნებული ვარ 90 პროცენცტს შესტკივა გული და ამით გამოხატავენ ხოოდა კიდევ როცა ასეთ დონეს აღწევ პირადი ურთიერთობა დროებით გვერძე უნდა გადადო
lasha
03 აგვისტო 2023 11:56
7
არაერთ ასაკოვან გულშემატკივართან მისაუბრია ხვიჩას შესახებ.
ყველა ამბობს, რომ ის არანაკლებია, ვიდრე მესხი, მეტრეველი, ყიფიანი ან გუცაევი.
უმეტესობამ კი თქვა, რომ ხვიჩა ამ ლეგენდებზე ძლიერია.
ჰოდა, შევირგოთ ეს ბიჭი!
სუსტი თამაშები პელესაც ჰქონია, მარადონასაც და მესისაც.
ILIA
03 აგვისტო 2023 09:12
6
ლევანა, ყანას რომ ჩააკვეტებ კომენტარში უაზროდ, მიდი რა.....
რატომ გგონიათ, ვინც ყანას უვლის, არაფრის აზრზე არაა. ყანასაც უვლი, კარგადაც ვისვენებ, კარგადაც ვგულაობ და შენისთანა "პროდვინუტებსაც" ვმასპინძლობ ჩემი მოყვანილი პროდუქტით. გამომივ8და ბაგრატიონი....
ზაზა
04 აგვისტო 2023 11:07
0
ილია მარტალი ხარ, გოგი ყანას მიხედე
ლევანი
03 აგვისტო 2023 14:48
2
ყველა გამოხმაურება
საინტერესო ისაა ყველაზე დიდი ტყუილი, სიმართლის ნიკით. უფრო სწორად ნიღბავს ამ სიტყვით, არადა სიმართლე ცხოვრებაში არ ექნება ნათქვამი. არ ვიცი რატომ და ესპანეთის გუნდები მძულს საერთოდ.,არადა ნახევარი საქართველო რეალის და ბარსას ქომაგია. შურთ ეტყობა ამ ბიჭის ან დავალებული ჰქონდათ მწყობრიდან გამოეყვანათ. თუმცა აქ ქართველებს რამდენს შურს და უცხოელებთან რა გვინდა. ესპანეთში ამ ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა მათი სტატისტიკა, თორემ 1990წლამდე ყველასთვის სასურველი მეტოქე იყო. მუდიალის ნახევარფინალამდეც ვერ მიდიოდნენ. ყოველთვის იყო და არის მათი პრიორიტეტი უხეშობა. მაყურებელიც ტაშს უკრავს ესეთ მცველებს, მთავარია რომ არ მოატყუებინა თავი. ეს ჟირონა და რაი ვალეკანო სუფთა მჩეხავი გუნდებია. რაც შეეხება ნაპოლის თამაშს არ იყო დიდად გასაგიჟებელი, მაგრამ ჟირონასნაირ მათხოვარ გუნდებს ყოველთვის აჯობებს.
დავით 67
03 აგვისტო 2023 01:38
4
კაი ხო ცუდად ითამაშა მაგრამ ვისთან ეგეც თქვით რატო მოიკლას თავი. სერია ა და ლიგა ითამაშოს კარგად და ამხანაგურებს ავიტანთ. მიდი ხვიჩა მოიხოდე დაადუღებ ნებისმიერს
ABCABC
02 აგვისტო 2023 23:51
9
და დაიწყო ღვარძლიანი კომენტარები აქოთებული სოროებიდან.
რატი
02 აგვისტო 2023 23:37
6
ასე უცებ როგორ მოყავხართ მოქმედებაში?
!!-ს
03 აგვისტო 2023 01:39
4
აზრზე არ არიან თან ფეხბურთის. გარჩევაც კი არ იციან. ადეკვატური კრიტიკა რომ იდებოდეს კიდე ხო.
ყველა თამაშზე რაღაც სანახაობრივს აკეთებს და ვარჯიშებზეც სპეციალურად ხვიჩა არის ყურადღების ცენტრში რადგან მერე მისი ლამაზი ფინტები სოც ქსელებში გამოდონ რეიტინგისთვის. ძალიან კარგად თამაშობს ამხანაგურებსაც. წინა თამაშზე ასისტიც გააკეთა, თან არ ტვირთავს მწვრთნელი ამხანაგურებზე, 20 წუთი ათამაშებს ძირითადის ხალხს. ვერ გავიგე რა უნდათ ამ მართლა სოროდან გამომძვრალებს.
იიი გოლი ველ გაიტანაა :))
ამით შემოიფარგლება ამათი მწირი ინტელექტი და საფეხბურთო განათლება ?
ვან ბასტენი, ანრი, კარაგერი არ არიან ფეხბურთის მცოდნეები და ეგენი არიან, ოროსანი ექსპერტები კლავიატურის და დივნის :))
!!
03 აგვისტო 2023 00:58
4
თამაშის მერე ავტოგრაფები დაარიგა და კოჭლობდა ძალიან. იმედია ტრავმა სერიოზული არ იქნება და ამათ ბოროტ გულებს არ გაახარებს მისი ცუდად ყოფნით.
.
02 აგვისტო 2023 23:35
1
როგორ არ მინდოდა დღეს საერთოდ ეთამაშა. ვიცი რა უხეში გუნდიც არის ჟირონა.
იტალიელებიც წერენ რატომ უნდა გარისკონ ასეთ არაფრისმომცემ ამხანაგურ თამაშებშიო.
მთელი იტალიური პრესა წერს, რომ უხეშად ეთამაშებოდნენ და მუხლის ტრავმაზე იწერება, რომელიც ჯერ არ იციან რა სიმძიმისაა.
მარტო ქართველი თუ იღლიცინებს ასეთ რამეებზე.
გრცხვენოდეთ.
როგორ ჩასაფრებულია ერის ნაწილი რომ იქნებ რამე მაინც დაემართოს რომ მისი კარიერა უკან წავიდეს.
რამდენის დაუოკებელ სურვილს ვხედავ კომენტარებზე რომ ეტყობათ.
!!
02 აგვისტო 2023 23:18
2
დაქირავებული ტროლი
!!-ს
03 აგვისტო 2023 08:42
2
ამხანაგური მატჩებიდან დასკვნებს ვერ გამოიტანთ. ხვიჩას ყველაფერი წინ აქვს, სანერვიულო არაფერია!
ლაშა
02 აგვისტო 2023 23:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული