"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ სასტარტოში, ფაქტობრივად, სათადარიგო შემადგენლობა დააყენა. სტუმრები მე-13 წუთზე ესტეგორის შეცდომის შემდეგ სტუანიმ დააწინაურა, 42-ე წუთზე კი ლოსანოს მოპოვებული პენალტით ანგარიში სიმეონემ გაათანაბრა.

61-ე წუთზე რუდი გარსიამ 9 ფეხბურთელი შეცვალა და კვარაცხელიაც შეიყვანა მოედანზე. ხვიჩა აქტიურად ჩაერთო თამაშში, სწრაფი კონტრიერიშისას არნაუმ წააქცია და კატალონიელს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ ქართველი ისევ მოცელეს, მუხლი იტკინა, თუმცა შეცვლა არ მოითხოვა. ერთი სიტყვით, ისე ეუხეშებოდნენ, გეგონებოდა, სპარინგი კი არა, უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო.
"კვარამ" რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

შეთანხმების თანახმად, მატჩის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა, სადაც მერეტმა ორი დარტყმა მოიგერია და "ნაპოლიმ" 3:1 მოიგო. "კვარას" თერთმეტმეტრიანი არ შეუსრულებია.

დღევანდელ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია ოსიმენს, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს - კლუბი თანახმაა 8 მილიონი, პლუს ბონუსები გადაუხადოს.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 6 აგვისტოს „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჟირონა 1:1 (პენ 3:1)
გოლები: 0:1 სტუანი (13), 1:1 სიმეონე (42, პენ)

მკითხველის კომენტარები / 34 /
როგორ არ მინდოდა დღეს საერთოდ ეთამაშა. ვიცი რა უხეში გუნდიც არის ჟირონა.
იტალიელებიც წერენ რატომ უნდა გარისკონ ასეთ არაფრისმომცემ ამხანაგურ თამაშებშიო.
მთელი იტალიური პრესა წერს, რომ უხეშად ეთამაშებოდნენ და მუხლის ტრავმაზე იწერება, რომელიც ჯერ არ იციან რა სიმძიმისაა.
მარტო ქართველი თუ იღლიცინებს ასეთ რამეებზე.
გრცხვენოდეთ.
როგორ ჩასაფრებულია ერის ნაწილი რომ იქნებ რამე მაინც დაემართოს რომ მისი კარიერა უკან წავიდეს.
რამდენის დაუოკებელ სურვილს ვხედავ კომენტარებზე რომ ეტყობათ.
2
ნეტა რისთვის შედის მოედანზე ... ეს მალე გადაინაცვლებს სათადაეიგო სკამზე, იმ ვიღაც ახალმა უფრო კარგად ითამაშა ამის პოზიციაზე...გაიღვიძე ხვიჩააააააააა
გაგა
22:38 02-08-2023
45

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული