"მინდა ისეთი ფეხბურთელი გავხდე, როგორიც ხვიჩაა, რათა მთელ ქვეყანას ასე ვუყვარდე და პატივს მცემდნენ" - ლუკა გაგნიძე

AutoSharing Option
20 წლის ქართველმა ნახევარმველმა ლუკა გაგნიძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩას უკვე დიდი ხანია, რაც ვიცნობ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ "კვარა" საერთოდ არ შეცვლილა. დიახ, ის ახლა ბევრად წარმატებული ფეხბურთელია, მისი სატრანსფერო ღირებულებაც გაცილებით მაღალია, იტალიის ჩემპიონობაც მოიგო, თუმცა ის ისეთივე კარგ ადამიანად დარჩა. 

რა თქმა უნდა, მისი გზა შთამაგონებელია. დიდ წარმატებას მიაღწია და მეც მინდა, ეს გზა გავიარო. მსურს ისეთი ფეხბურთელი ვიყო, რომელიც მთელ ქვეყანას უყვარს და პატივს სცემს" - განუცხადა ლუკამ RB Sport-ს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სულ გამარჯვებებით გევლოს!
!!!!!
11:20 03-08-2023
1
წარმატებები ლუკინო კარგი ბიჭი ხარ შენ,ბევრი იშრომე და შედეგიც იქნება :)
გეგი
18:24 03-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული