"ხვიჩას უკვე დიდი ხანია, რაც ვიცნობ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ "კვარა" საერთოდ არ შეცვლილა. დიახ, ის ახლა ბევრად წარმატებული ფეხბურთელია, მისი სატრანსფერო ღირებულებაც გაცილებით მაღალია, იტალიის ჩემპიონობაც მოიგო, თუმცა ის ისეთივე კარგ ადამიანად დარჩა.
რა თქმა უნდა, მისი გზა შთამაგონებელია. დიდ წარმატებას მიაღწია და მეც მინდა, ეს გზა გავიარო. მსურს ისეთი ფეხბურთელი ვიყო, რომელიც მთელ ქვეყანას უყვარს და პატივს სცემს" - განუცხადა ლუკამ RB Sport-ს.