"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport-მა "ნაპოლის" გარემარბთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.

ცხოვრება ნეაპოლში

"სამწუხაროდ, გარეთ იშვიათად გავდივარ, ხალხს აქ ძალიან ვუყვარვარ. როდესაც ნეაპოლში ახალი ჩამოსული ვიყავი, გულშემატკივრებმა მაშინვე მიცნეს, რაც ძალიან გამიკვირდა. ოჯახთან ერთად პომპეის მონახულება მაინც მოვახერხე. ნეაპოლში განსაკუთრებით ორი რამ მიყვარს - პეიზაჟები და მზის ჩასვლა. თუმცა მესამეც არის, პასტა ტომატის სოუსით ძალიან მიყვარს!

ლუჩანო სპალეტის შესახებ

ის ჩემთვის მამასავითაა, ვერასდროს შევძლებ, რომ მადლობა საკმარისად გადავუხადო. მან მომცა საშუალება
მეთამაშა უმაღლეს დონეზე და ეს ჩემს კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ყოველთვის მხარს მიჭერდა, მათ შორის რთულ მომენტებშიც. როდესაც მაქსიმუმს ვერ ვაკეთებდი, მუდამ მამხნევებდა და მიცავდა. მისგან უამრავ რჩევას ვიღებდი. დღესდღეობით როგორი მოთამაშეც ვარ, ეს მისი დამსახურებაა.

აურელიო დე ლაურენტისის შესახებ

დე ლაურენტისი მადლობას იმსახურებს, ჩემი ძალიან სჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას სრულიად უცხო ბიჭში იხდიდა, მან ეს გააკეთა და დიდი რისკიც გასწია.

რუდი გარსიას შესახებ

მას შეუძლია უკეთეს მოთამაშედ მაქციოს, ახლა მისი სათამაშო სტილის შესახებ ვსწავლობთ. მომწონს როგორც პიროვნება და როგორც მწვრთნელიც. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებაში დაგვეხმარება.

დუეტი ოსიმენთან

ვიცოდი, რომ ოსიმენი ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ ბიჭის თავმდაბლობამ გამაკვირვა, ერთმანეთს იდეალურად შევეწყეთ, რაც მოედანზეც კარგად გამოჩნდა. ყოველთვის ვიცი, სად იმყოფება, თითქოს მის მოძრაობას მუდამ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, ვიქტორიც იმავეს გეტყვით", - განუცხადა კვარაცხელიამ იტალიურ გამოცემას.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ ტურში "ფროზინონეს" დაუპირისპირდება, მატჩი 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

altკვარაცხელია სეზონის სტარტს გამოტოვებს? - მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს

altკვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება

alt"ნაპოლიმ" "ჟირონას" პენალტების სერიაში სძლია - კვარაცხელია ტრავმას გადაურჩა? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩემო ხვიჩა, უცნობ ბიჭში არავის გადაუხდია ფული, ძალიან კარგად გიცნობდნენ. კაგრი მამაძაღლები არიან, კაპიკებში ჩაგიგდეს ხელში ბრილიანტი. ახლა ხომ გაგიცნეს? თუ ვირიშვილები არ არიან, მაგ მათხოვრული ხელფასი ეკადრება იტალიის ნომერ პირველ ფეხბურთელს?
ჟორა გაბრიჭიძე
06 აგვისტო 2023 14:26
4
ვინც ხვიჩაზე ცუდს ლაპარაკობთ
მართლა გ ო ი მ ე ბ ი ხართ
ჯონი
06 აგვისტო 2023 22:51
20
გოიმები კი არა, ბოროტები.
ჭიჭე!
28 აგვისტო 2023 20:45
0
ლაციო დროზე იყიდე მიქაუტაძე,თორემ მერე სამოცდაათ მილიონათაც ვეღარ იყიდი!!!!
*
06 აგვისტო 2023 15:25
5
კარგი ინტერვიუა..თავმდაბალი ახალგაზრდა კაცის ძალიან კონკრეტული და ლაკონური პასუხებით..პასუხისმგებლობის და პატივსცემის გრძნობებით...იმედია მალე სასაუბრო ენასაც დახვეწავს და ნეაპოლის მოსახლეობას უფრო ახლოს გაეცნობა...მას ეს აუცილებლად ჭირდება..რომ უკეთესად შეიგრძნოს რამხელა სიყვარული და თანადგომას გამოხატავს მის მიმართ გულშემატკივარი..როგორ ეიმედებათ მისი..ეს განუზომელი ენერგიის სტიმულის მომცემი იქნება შემდგომში მისი როგორც ფეხბურთელის ასევე როგორც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში..ახლა მთავარია მალე გამოჯანრთელდეს..რომ სრულოფასოვნად გაიაროს მოსაზმადებელი პერიოდი და სეზონს ჩვეულ ფორმაში შეხვდეს...ბოლოს ერთი რამ ვერ გავიგე...რა გაუკვირდა ხვიჩას ოსიმენისგან? იქნებ გაგავაცნოთ ოსიმენის მოსაზრება
ბუჯანგა
06 აგვისტო 2023 12:51
1
თავდაბლობა გამიკვირდაო!!!
რიგითი გულშემატკივარი
06 აგვისტო 2023 13:14
1
სიომინი მამასავითაა, სპალეტი მამასავითაა. რა ყველა მამასავითაა ხვიჩა შენთვის, მით უმეტწს ის უზრდელი სპალეტი, ხვიჩა “კაცოო” რომ დაგიყვურა თამაშის დროს.

დაიხსომე, ყველა თავის საქმეს აკეთებს. რაც ევალებათ იმას აკეთებენ შენ მიმართ, ისევე როგორც შენ ასრულებ შენ მოვალეობას მოედანზე. მაგაში იღებენ ფულს რომ დაგეხმარონ გახსნაში. ამიტომ არ გინდა ზედმეტად ვალდებულად იგრძმო თავი, მით უმეტეს ევროპაში. ხომ ნახე, არ მოუმატეს თანხა და წავიდა გუნდიდამ ეგ შენი ლუჩიანო. ყველაფერი მაინც ფულში იზომება ბოლოს ამათთვის
რა ყველა მამასავითაა
06 აგვისტო 2023 20:05
29
კაცი ქრისტიანურად მადლიერია, ამ უმადურობის ზეობის ეპოქაში, რა ნახე სასაყვედურო, პირიქით, მისაბაძი და მისასალმებელია. უმადურობა სუსტის ხვედრია.
ლევანი
06 აგვისტო 2023 20:46
7
აი ჩემს მამას მიეიეთ ყველა ვინც ხვიჩზე აუგს ამბობთ და თარსავთ. გულები გაისუფთავეთ თქვე არშემდგარებო.
მახა
06 აგვისტო 2023 22:17
11
ყველა გამოხმაურება
ბათუმის დინამოს თამაშებს არ ტოვებდნენ ნაპოლის ფანები და ჩემი თვალით ვკითხულობდი როგორ არჩევდნენ სამგურალთან, გაგრასთან, ბონლისთან თამაშებს, როგორ ელოდებოდნენ ხვიჩას. გასაკვირი არ არის, ჩასვლისთანავე რომ იცნეს რადგან აკვირდებოდნენ მანამდე. მახსოვს ბოლნისთან და თელავთან დროზე ადრე შეცვალეს რადგან ეუხეშებოდნენ და იქეთ პანიკა ჰქონდათ ნაპოლის ფანებს :))
რათქმაუნდა იმას არავინ ელოდა, რომ პირველივე სეზონში სკუდეტოს მოაგებინებდა და გარდამტეხ როლს შეასრულებდა მაგრამ მაგარ მოთამაშეს რომ იმატებდნენ და ნელ-ნელა ტემპერატურა იწეოდა ფანებში, ამას ყოველდღე ვამჩნევდი.

პ.ს სპალეტიზე და ოსიმენზე როგორც ილაპარაკა ძალიან მომეწონა.
Skeleton
06 აგვისტო 2023 18:52
1
ლეაოზეც კარგად ილაპარაკა!
ბექა
06 აგვისტო 2023 20:00
1
როგორც ეტყობა დასვენება არ ეყო და დეისვენოს ახლა რამდნიც უნდა, დიდი ამბავი!! ნაპოლი მოითმენს როგორმე,ჩვენთვის მაინც არ იყო,როცა ახალგაზრდულში გვჭირდებოდა ჰაერივით..თანაც დროც მეტი ექნება ინტერვიუების ჩასაწერად, ზოგიც ეხლა ბაბუებად და პაპებად მოიხსენიოს თუ არა მამები ბევრი დაუგროვდა....
Jora-giorgi
07 აგვისტო 2023 11:58
46
შენ გკითხავს, როდის დაისვენოს. სად გაგიგია, 100 მილიონ ევროდ შეფასებული, "სერია ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელი, 2 წლით უმცროსების ჩემპიონატზე თამაშობდეს მათთან, ვისაც ეგ ტურნირი თავის გამოჩენისთვის სჭირდება. 21 წლამდელთა ნაკრებში რომ ეთამაშა, მთელი საფეხბურთო სამყაროს დასაცინი გახდებოდა.
ზურა
07 აგვისტო 2023 16:19
2
ხვიჩა ყველაზე მაგარია, ვისაც ფეხბურთი უთამაშია საქართველოში. შენ კი ვიღაცახარ ნაცხროვის და სანაიას ბო..
Zura
29 აგვისტო 2023 21:13
1
კაი ბეჭობა არავის აინტერესებს. გოლების გატანა კარგი თამაშია საჭირო ყველგან. ითამაშებს ცუდად და დამთავრდება მაშინვე კარგი ბიჭობაც.
ივანე
06 აგვისტო 2023 21:04
30
ვანია! კარგი ბიჭობა არ იცვლება, ფეხბურთის თამაში, კი.
ვანიეს!
28 აგვისტო 2023 20:48
0
იტალიურის სწავლა კარგია, მაგრამ ეგ გუნდი საშუალოზე დაბლა იქნება წელს, უნდა გადასულიყო უფრო კარგ გუნდში სანამ სახელიც აქვს
a
06 აგვისტო 2023 13:29
46
თუ იმის ფიქრში ვიქნებით რომ "სანამ სახელი აქვს" და მერე გაუქრება დმსახელიც და უნარებიც, მაშინ რა უნდა კაი გუნდში? თუ მოასწროს ხელფასის აღება კონტრაქტებით და იგრიალოს მანამდე თვითონ, რა ენაღვლება? ოქროს ბურთს და მსოფლიოზწ გასვლას, ამ ფრაზებს შეჩემათი ველაპარაკებით უკვე და ქვეცნობიერად ერი ვერ იჯერებს მაინც რომ შესაძლებელია მაღალი მიზნების მიღწევა, ნაბიჯნაბიჯ, დაკვირვებით და მოთმინებით და რა თქმა უნდა საკუთავ თავზე გადახტომით...
რა მაფიაა?
06 აგვისტო 2023 15:25
3
საკუთარ თავს მიხედე! ხვიჩამ და მისმა უახლოესმა გარემოცვამ კარგად იციან,თუ როდის რა უნდა მოიმოქმედონ! გიმეორებ: შენ მიხედე საკუთარ თავს!
აკია
06 აგვისტო 2023 13:52
4
აი კოჩი შემთხვევით მარგალი ხომ არაა.... მაგალითად.
mixo
06 აგვისტო 2023 18:50
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული