კვარაცხელია სეზონის სტარტს გამოტოვებს? - მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა მუხლის ტრავმის თაობაზე იტალიური მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს.

"ტუტოსპორტის" ცნობით, ტრავმა შეიძლება ნავარაუდევზე უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, არსებობს მყესის დაზიანების საშიშროება და შეიძლება სერია A-ს სტარტის გამოტოვება მოუწიოს. Il Mattino წერს, რომ კუნთი აქვს დაჭიმული და არაა გამორიცხული, პირველ ტურში "ფროზინონესთან" ვერ ითამაშოს.

calciomercato საპირისპიროს ამტკიცებს - ხვიჩა რამდენიმე დღე დაისვენებს, "აუგსბურგთან" და "აპოლონთან" საკონტროლო შეხვედრებს გამოტოვებს, თუმცა საგანგაშო არაფერია და იტალიის ჩემპიონატის დასაწყისისთვის მზად იქნება.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა დღეს სპორტულ
დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
აქ კვარა იქეთ ოსიმენი ანგისა და კიდევ სხვებიც ამდენი ტრავმები იმის ბრალია რომ სპარინგებად მეხორცეებს და "კასტალომებს" ირჩევენ @@ რაც ჩაატარეს თამაშები ისე უხტებოდნენ ფეხებში ნაპოლის ფეხბურთელებს გეგონება ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაში იყო @@
zura222
16:22 05-08-2023
0
არ ვაკნინებ, უბრალოდ ვამბობ მაგათზე მაღალი დონის ფეხბურთელების ღირსები არ ვართ.
MARGALONA
13:51 05-08-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული