კვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება

AutoSharing Option
"ჟირონასთან" ამხანაგური მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ყინულის საფენები დაადეს და კოჭლობით გავიდა გასახდელში. ამასთან დაკავშირებით კლუბი ინფორმაციას ავრცელებს.

კვარაცხელიას მარცხენა მუხლის ტრავმა სერიოზული არაა, რამდენიმე დღე მოუწევს მკურნალობა, დღეს ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, არ უვარჯიშია, 6 აგვისტოს "აუგსბურგთან" სპარინგში მონაწილეობას, ალბათ, არ მიიღებს, სეზონის დასაწყისში კი სათამაშოდ მზად იქნება.

როგორც ჩანს, პრობლემაა ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით, რაზეც ადგილობრივი მედია არაფერს არ იტყობინება, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა: ნიგერიელს ზღაპრული ხელფასი შესთავაზა "ალ ჰილალმა", პსჟ მზადაა წელიწადში 15 მილიონი ევრო
გადაუხადოს; ამჟამად კასტელ დი სანგროში ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა იმყოფება, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობასთან თავისი კლიენტის კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონს ითხოვს.

ოსიმენს გუშინ არ უთამაშია და დღეს არ უვარჯიშია, რასაც დაღლილობით და დასვენების აუცილებლობით ხსნიან. სეზონი მალე დაიწყება, ხვიჩა ტრავმირებულია, ვიქტორის საკითხი გაურკვეველია, ხოლო "ნაპოლის" თამაში, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
იმ საქონელმა G.LA-მ ისევ დაწერა ჩემი სახელით რაღაცა სისულელე DD
zura222
18:29 04-08-2023
1
რა უნდოდა კვარაცხელიას 21 წლამდე ევროპაზე. ვინც ამბობს რატო არ ითამაშაო, ის ან ფეხბურთში ვერ ერკვევა, ან ნაცია, ან ორივე ერთად.
ქუთაისი
10:32 04-08-2023
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული