ბუდუ შეცვლაზე შევიდა და "კარლსრუე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში ბუდუ ზივზივაძემ "კარლსრუეს" სახლში "ჰამბურგთან" ქულა მოუპოვა - 2:2.

ზივზივაძე ამჯერად მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სასტარტოში არ დააყენა, მასპინძლები პირველ ტაიმში ფაბიან შლეუსენერმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. ბუდუ 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.

"კარლსრუეს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და შემდეგ მატჩს 11 აგვისტოს გასვლაზე თასზე "საარბრიუკენთან" ჩაატარებს.

კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი"
კარლსრუე - ჰამბურგი 2:2
გოლები: 1:0 შლეუსენერი (13), 1:1 ბენესი (61), 1:2 გლატცერი (65), 2:2 ზივზივაძე
(90+5)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბუდუ ძალიან ძლიერი ცენტრფორვარდია. იმაზე ძლიერი ვიდრე გონიათ. უბრალოდ ცენტრფორვარდი დამოკიდებული პოზიციაა და სხვა პოზიციებზე მეტად საჭიროებს თანაგინდელების დახმარებას,.რეალურად ბუდუ ბუნდესლიგის დონეა და იქ ნებისმიერ გუნდში გამოიჩენდა თავს. კარლსრუე თუ მას უფრო ეფექტიანად გამოიყენებს ეს გამოჩნდება აუცილებლად. წარმატებები !
არტ
09:52 07-08-2023
2
ბუდუ გენაცვალე ბუდუუ უდიდეს წარმატებას გისურვებ.
გეგი
01:37 07-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული