ბუდუ შეცვლაზე შევიდა და "კარლსრუე" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში ბუდუ ზივზივაძემ "კარლსრუეს" სახლში "ჰამბურგთან" ქულა მოუპოვა - 2:2.

ზივზივაძე ამჯერად მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა სასტარტოში არ დააყენა, მასპინძლები პირველ ტაიმში ფაბიან შლეუსენერმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და წინ გავიდნენ. ბუდუ 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა.

"კარლსრუეს" 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და შემდეგ მატჩს 11 აგვისტოს გასვლაზე თასზე "საარბრიუკენთან" ჩაატარებს.

კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი"
კარლსრუე - ჰამბურგი 2:2
გოლები: 1:0 შლეუსენერი (13), 1:1 ბენესი (61), 1:2 გლატცერი (65), 2:2 ზივზივაძე
(90+5)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბუდუ ძალიან ძლიერი ცენტრფორვარდია. იმაზე ძლიერი ვიდრე გონიათ. უბრალოდ ცენტრფორვარდი დამოკიდებული პოზიციაა და სხვა პოზიციებზე მეტად საჭიროებს თანაგინდელების დახმარებას,.რეალურად ბუდუ ბუნდესლიგის დონეა და იქ ნებისმიერ გუნდში გამოიჩენდა თავს. კარლსრუე თუ მას უფრო ეფექტიანად გამოიყენებს ეს გამოჩნდება აუცილებლად. წარმატებები !
არტ
07 აგვისტო 2023 09:52
2
ბუდუ გენაცვალე ბუდუუ უდიდეს წარმატებას გისურვებ.
გეგი
07 აგვისტო 2023 01:37
2
გამორჩეულად მინდა, რომ ბუდუმ მაგრად ითამაშოს, პიროვნულადაა კაი კაცი ესე მგონია...................
საბურთალო
06 აგვისტო 2023 22:40
2
მაგარია! მიდით ბიჭებო!
ქორ-პარიკმახერი
06 აგვისტო 2023 21:25
0
დღეს ლუდს დავლევ აღსანიშნავად.შეილება ღვინოც დავაყოლო
ვარლამი,პოლინეთიდან
06 აგვისტო 2023 21:19
2
ე ბიჭო,ეგრე რა...
22,23 გოლი და 7,8 საგოლეც გეყოფა უფრო მაღალი მიზნისთვის და ეს მომელოცოს სეზონის ბოლოს❤️
MARGALONA
06 აგვისტო 2023 18:19
1
აბა რაააა!! გენაცვალეეე!!!
ირაკლი
06 აგვისტო 2023 18:07
2
ყოჩაღ ბუდუ!
აი, ცივცივაძეს რომ გეძახიან გერმანელები უცებ ლუდი მახსენდება:-D
ლაშა
06 აგვისტო 2023 18:03
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული