დავითაშვილის "ბორდომ" სეზონი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ გასვლაზე „პოსთან“ 0:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ორჯერ გაარტყეს ბურთი ხარიხას და პენალტი ვერ გამოიყენეს.

"ბორდოს" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა და 78-ე წუთზე შეცვალა. მან შოვში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და შავი სამკლავურით ითამაშა.

14 აგვისტოს ჟირონდული გუნდი „კონკარნოს“ უმასპინძლებს.

პო. „ნოსტ კამპი“
პო - ბორდო 3:0
გოლები: 1:0 საივე (17), 2:0 ჟორჟი (20), 3:0 ბუტაიბი (73)
გამოუყენებელი პენალტი: ვიპოტნიკი (65, ბორდო)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბორდო წელს ძალიან სუსტი გუნდია ბევრი წავიდ აბორდოდან ტუ არ გაძლიერდა ზურიკომ უნდ ადატოვოს მომავალ წელს გუნდი თუ ისევ ვერ გადავიდა პირველ.ლიგაში
ემიგრანტი
18:35 08-08-2023
0
მადლობა ზურიკო!!ზოგიერთ ქართველ სპორტსმენს არც გახსენებია რომ საქართველოში გლოვის დღეებია!!!!შენ და კვარას კი ეს არასოდეს გეშლებათ,ამიტომ გამორჩეულათ გგულშემატკივრობთ და გაფასებთ!!!!!!
საქართველო უპირველესად
12:25 08-08-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული