ოსიმენს ყინულის სახვევი დაადეს და მოედანი კოჭლობით დატოვა. ნეაპოლური მედია წერს, რომ ასეთი ტრავმის სრულად მორჩენას მაქსიმუმ 2-3 კვირა სჭირდება.
აგრეთვე მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო ამირ რაჰმანიმ. ჯერ მისი დაზიანების ხარისხი უცნობია.
"ნაპოლის" სამზადისისას ტრავმიანობა ხშირია, ამ დროს კი სეზონი მალე დაიწყება - 19 აგვისტოს ნეაპოლური გუნდი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.
ორი კაცი ერთმანეთს უმტკიცებდა, როგორ დამთავრდა კვარაცხელიას ფეხბურთი და როგორ ვეღარ მიაღწევს აწი ვერაფერს, რადგან 21 წლამდელებში არ ითამაშა და ოლიმპიადაზე არ გაგვიყვანა. თან დარწმუნებული იყვნენ, რომ კვარაცხელია თუ ითამაშებდა უეჭველი ჩემპიონატს ვიგებდით და ოლიმპიადაზე გავდიოდით, მერე იმასაც ვიგებდით, თან არაფერი ფეხბურთელი ეგ არააო და მალე დამთავრდება მისი კარიერაო.
თუ არაფერი ფეხბურთელი არაა საინტერესოა, ჩემპიონატსაც და ოლიპიადასაც როგორ მოგვაგებინებდა.
ერთი-ერთში ჰქონდათ იმ ჟურნალისტის სიტყვები დამახსოვრებული, ოლიმპიადა რომ გავცვალეთ კვიპროსის ქულაში და ასე შემდეგ.
იცით რას მივხვდი? ადამიანებს არ გააჩნიათ საკუთარი აზრი და ჟურნალისტებო ფრთხილად იყავით, სანამ რამეს დაახეთქებთ ეთერში. ბრმად იმეორებენ მერე და არასწორად მიგყავთ ხალხის აზრები.
ძალიან ცუდია, ვინმე ჟურნალისტის თუ ბლოგერის აზრს ისეთი გავლენა რომ აქვს და საკუთარი აზრის არ მქონე ხალხი ეგრევე რომ იტაცებს.
მინდოდა საუბარში ჩავრეოდი მაგრამ ისე ბინძურად იგინებოდნენ, სამწუხაროდ აზრი არ ჰქონდა. ეგეთი დონის ადამიანებთან ვერ ვიდიალოგებ და მათი აზრი დომინირებს ყოველთვის, როცა გინებით და ყვირილით საღ აზრს ახშობენ.
ხვიჩას მინდა ვუთხრა, რომ არ გაჩერდეს არასდროს და ასეთი ბოროტი ადამიანები არ გაახაროს. იმ გულშემატკივრისთვის ითამაშოს, ვინც მართლა მხარს უჭერს და ესენი არაფრად ჩააგდოს, რადგან წარმატებული ადამიანის უკან სულ იყეფებენ ძაღლები.
მახსოვს ორი წლის წინ კამათი მქონდა ერთთან, რომელიც მიმტკიცებდა, დამთავრებულია მაგის ფეხბურთი, რუსეთს ვერ გასცდებაო.
ისე იყო დარწმუნებული, ყველგან წერდა რუსეთს ვერ გასცდება, გამოიყვანეს ახალი მესიო.
ხოდა რუსეთს რომ გასცდა, მეთქი ახლა ამის საცოდაობას ვუყურებთქო, გადავედი მის გვერდზე და რას ვხედავ, აჭრელებული აქვს მთელი სოც. ქსელი ხვიჩას საქებარი პოსტებით.
ხოდა მაშინ მივხვდი როგორ შეიძლება დაეცე და ფსკერზე ჩახვიდე ადამიანი.
ზუსტად ვიცი, ისევ ელოდება როდის ექნება კიდე საბაბი, დამთავრდა მისი ფეხბურთიო დაიძახოს.
აი ეგეთები გაგვაჩუმებინე სამუდამოდ ხვიჩა!
როგორც მთელი წელი გვყავდა გაჩუმებული!!!