ოსიმენს ყინულის სახვევი დაადეს და მოედანი კოჭლობით დატოვა. ნეაპოლური მედია წერს, რომ ასეთი ტრავმის სრულად მორჩენას მაქსიმუმ 2-3 კვირა სჭირდება.
აგრეთვე მარცხენა ფეხის ტრავმა მიიღო ამირ რაჰმანიმ. ჯერ მისი დაზიანების ხარისხი უცნობია.
"ნაპოლის" სამზადისისას ტრავმიანობა ხშირია, ამ დროს კი სეზონი მალე დაიწყება - 19 აგვისტოს ნეაპოლური გუნდი სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.