"მარკამ" კურტუას შესაძლო შემცვლელთა შორის მამარდაშვილი დაასახელა

AutoSharing Option
"რეალის" მეკარე ტიბო კურტუამ ტრავმა მიიღო, საოპერაციოა, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს და სასწრაფოდ შემცვლელი სჭირდება.

"მარკა იტყობინება, რომ სათადარიგო მეკარე ანდრეი ლუნინს დიდი ხანია გუნდის დატოვება უნდა, მეკარეების მწვრთნელ ლუის ლოპესთან კონფლიქტიც მოუვიდა და მასზე იმედებს არ ამყარებენ. ამიტომ სხვა კანდიდატურებზეა გამახვილებული ყურადღება. "მარკას" ცნობით, მათ შორის "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილია.

აგრეთვე განიხილება თავისუფალ აგენტად მყოფი დავიდ დე ხეას, კეილორ ნავასის (პსჟ) და კეპა არისაბალაგას (ჩელსი) კანდიდატურები. სხვა გამოცემები კურტუას შესაძლო შემცვლელთა შორის იასინ ბუნუს (სევილია), დომინიკ ლივაკოვიჩს (ზაგრების დინამო)
და დავიდ სორიას (ხეტაფე) ასახელებენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი სეზონით გაყიდვას ან იჯარას არა მგონია დაეთანხმოს არც ვალენსია არც გიორგი...კურტუა რომ დაბრუნებდა მერე რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს...ისევ გაანათხოვრებენ?..ეგ უფრო ვეტერანი მეკარეების პერსპექტივაა..და ალბათ გამოცდილ მეკარეს ამჯობინებს რეალი
ბუჯანგა
11:30 11-08-2023
0
დე ხეა გადადისო როგორც მარკა წერს.
თემო
10:09 11-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული