დღეს "ფროზინიონე" სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს - თასზე სერია B-ს "პიზას" უმასპინძლებს.
"ფროზინონეს" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ შეხვედრის 22-კაციან განაცხადში გიორგი კვერნაძე შეიყვანა. ამ თამაშის წინ გუნდი დაინომრა - კვერნაძე 17 ნომრით ითამაშებს.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, "ფროზინონე" 19 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში, "ნაპოლის" უმასპინძლებს.