მასპინძელთა გუნდში 66-ე წუთზე თავდამსხმელ ჯუზეპე კასოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე გიორგი კვერნაძე. ქართველი თამაშში აქტიურად ჩაერთო, მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, 86-ე წუთზე გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ კასოს პრობლემები ჰქონდა, კვერნაძე ბურთის დასაჭერად შეიყვანა მოედანზე და ასევე შეცვლაზე შესულ ბრეშიანინისთნ და გარიტანოსთან ერთად გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.
1/16-ფინალში "ფროზინონე" "ტორინოსა" და "ფერალპისალოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
19 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“. 3 804 მაყურებელი
ფროზინონე - პიზა 1:0
გოლი: კანესტრელი (7 საკ. კარში)