"ფროზინონემ" თასზე გაიმარჯვა - კვერნაძე შეცვლაზე კარგად შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასზე „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პიზა“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძელთა გუნდში 66-ე წუთზე თავდამსხმელ ჯუზეპე კასოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე გიორგი კვერნაძე. ქართველი თამაშში აქტიურად ჩაერთო, მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, 86-ე წუთზე გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ კასოს პრობლემები ჰქონდა, კვერნაძე ბურთის დასაჭერად შეიყვანა მოედანზე და ასევე შეცვლაზე შესულ ბრეშიანინისთნ და გარიტანოსთან ერთად გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

1/16-ფინალში "ფროზინონე" "ტორინოსა" და "ფერალპისალოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

19
აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“. 3 804 მაყურებელი
ფროზინონე - პიზა 1:0
გოლი: კანესტრელი (7 საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 17 /
მშვენიერი დასაწყისია,ძალიან კარგი იყო,ერთადერთ მომენტში გადააჭარბა დრიბლინგს,პირველივე მოძრაობაზე შეიძლებოდა პირდაპირ დარტყმა,მაგრამ ჯამში მშვენივრად ითამაშა. გილოცავ გიორგი გამარჯვებას და წარმატებებს გისურვებ
Mr.kostaia
21:54 11-08-2023
0
ვერაფრით ვერ ვხსნი კვერნაძემ და სიგუამ რატომ არ ითამაშეს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე?!
ბექა
00:35 12-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული