მოულოდნელი შედეგი - მამარდაშვილის "ვალენსიამ" სტუმრად "სევილიას" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „სევილია“ 2:1 დაამარცხა.

ახალ სეზონში „ვალენსიას“ კიდევ უფრო სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა, თუმცა მასპინძელ გუნდს ბრძოლა გაუმართა და გაიმარჯვა კიდეც. პირველ ტაიმში მომენტები იშვიათად იქმნებოდა, სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მხოლოდ ერთხელ მოუხდა საქმეში ჩართვა, როდესაც პირისპირ გასულ ენ-ნესირის დაასწრო და არ გაატანინა.

შესვენების შემდეგ თამაში უფრო სახალისო გახდა: სწრაფი კონტრშეტევისას დიახაბიმ სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ენ-ნესირიმ სუსოს ჩაწოდებულ ბურთს გიორგის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში ქართველმა ენ-ნესირზე პასისას თავისი
გუნდი იხსნა და ტრავმას გადაურჩა. საპასუხო იერიშისას დუროს წაქცევისას ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა ბადე გააძევა და ანდალუსიური გუნდი კაცნაკლული დარჩა. 88-ე წუთზე გერამ ბონოს კარი დალაშქრა და "ღამურები" წინ გაიყვანა. კომპენსირებულ დროში სუსოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია და "ვალენსიამ" 3 ქულა მოიპოვა.

18 აგვისტოს „ვალენსია“ „ლას პალმასს“ უმასპინძლებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 34 184 მაყურებელი
სევილია - ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 დიახაბი( 59), 1:1 ენ-ნესირი (69), 1:2 გერა (88)
გაძევება: ბადე (81)

მკითხველის კომენტარები / 16 /
კარის ხაზზე უდავოდ მაგარია, შორიდან დარტყმულ ბურთს ადგილზე ჭამს! აი გამოსვლებზე თამაში ისე ძალიან უჭირს ეგ თუ არ გამოასწორა საშუალო დონის მეკარეობას ვერ გასცდება, ალბათ ყველაფერთან ერთად მათემატიკური აზროვნების განვითარება სჭირდება ჩემი აზრით რომ გამოსვლის დრო სიმაღლე და სიჩქარე განსაზღვროს, თორემ დარწმუნებული ვარ გამოსასწორებელს აქამდე გამოასწორებდა.
რუსთავი
02:59 12-08-2023
9
წარმატებები მამარდას,ვფიქრობ რომ კარგად გაისარჯა. ასევე მინდა ვთქვა რომ ლევანტეს ძირითად შემედგენლობაში Iთამაშა ქოჩორაშვილმა და მიკვირს რატომ მეტად არ ავღნიშნავთ ამ ფაქტს. თუ სხვა მეორე ლიგებში მოთამაშეებს ვაშუქებთ(მაგალითად ბუდუს,ჩაკვეს,ზურიკოს) რითი ნაკლებია ლალიგა 2 ამათზე,ან ლევანტე რითი ნაკლებია იმ გუნდებზე!
rero
14:56 12-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული