გიორგი ჩაკვეტაძემ 9 აგვისტოს „სტივენიჯთან“ თასზე შეხვედრა მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს კი მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა 57-ე წუთზე კენ სემას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.
ჩაკვეტაძის თამაში flashscore-მა 6.6-ით, ხოლო Sofascore-მა 6.7-ით შეაფასა.
„უოტფორდს“ 4 ქულა აქვს და შემდეგ შეხვედრას გასვლაზე „სტოკთან“ გამართავს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - პლიმუთი 0:0