მატჩის დღე! იტალიაში ქართული დუელი ჩაიშალა - კვერნაძის დებიუტის მოლოდინი და კვარაცხელიას მეორე სეზონის სირთულე...

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა" იწყება და პირველივე სათამაშო დღეს ქართულ დუელს ვერ ვნახავთ - ხვიჩა კვარაცხელია გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" შეხვედრას გამოტოვებს. იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" "ბენიტო სტირპს" დღეს, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე ესტუმრება. ჩვენებურების დაპირისპირება სხვადასხვა ქვეყანაში არაერთხელ გვინახავს, იტალიაში კი ასეთი მხოლოდ წინა სეზონში შედგა - კვარაცხელია ლოჩოშვილს დაუპირისპირდა.

ბოლო წლებში ჩემპიონატის სტარტზე ნეაპოლელები, ფაქტობრივად, ყოველთვის იგებენ და თითქოს ეს ახლაც უნდა მოახერხონ, მაგრამ მასპინძლებს სხვა მიზნები აქვთ. ორივე გუნდს "რომას" ყოფილი თავკაცი ავარჯიშებს - თუკი "ნაპოლიმ" და
რუდი გარსიამ მხოლოდ ამხანაგური მატჩები ჩაატარეს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს "ფროზინონემ" ქვეყნის თასზე ერთი მეტოქე უკვე ჩამოიცილა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ტრანსფერებში ბევრი არ დაუხარჯავს (ზოგადად, იტალიაში ინგლისზე 3-ჯერ ნაკლები დაიხარჯა) და განსაკუთრებულად არ გაძლიერებულა. კიმ მინ ჯე წავიდა, ოსიმენი კი შეინარჩუნეს. მათი პირველი მეტოქის ერთ-ერთი მთავარი სიახლე გიორგი კვერნაძეა. რთულია იმ გზაზე დადგომა, სადაც გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "იფრინა", თუმცა ახალგაზრდა შემტევმა თავისი სიტყვა უნდა თქვას, პირველ მატჩში თუ სასტარტოში არ იქნება, კვერნაძე დროს აუცილებლად მიიღებს. თავის მხრივ, მეორე სეზონის სირთულე "კვარასაც" ელის, მის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტ ბარიერებს მოიფიქრებენ, უხეშობასაც არ მოერიდებიან, აწეული თამასის გამო კრიტიკა მოიმატებს, მაგრამ ხვიჩა მენტალურად და ფიზიკურად ძლიერია და არაფერს შეუშინდება. გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს მარტის შემდეგ არ გაუტანია და ამასაც დაძლევს!.. შეგახსენებთ კვარაცხელიას წინა შედეგს - 12 გოლი, 10 საგოლე პასი.

სასტარტო დაპირისპირებას ზამბო ანგისა გამოტოვებს, მის ნაცვლად კი ძირითადში ელმასს ელიან და არა ახალწვეულ კაიუსტეს ("სელტადან" გაბრი ვეიგაც გაიფორმეს). ასევე, კიმის ადგილი ოსტიგორმა უნდა დაიკავოს და არა ახლახან შეძენილმა ბრაზილიელმა ნატანმა.

შეხვედრას მატეო მარჩერანო განსჯის, რომელსაც გასულ სეზონში "ნაპოლის" მატჩები არაერთხელ ანდეს.

alt"კი მაგრამ, კვარაცხელიას სჯობიაო?!" - მარადონას შვილი "მილანის" ყოფილ ფეხბურთელსა და ხვიჩაზე

altრუდი გარსია: კვარაცხელია გენიოსია, ოსიმენი რონალდოს ჰგავს, დი ლორენცო სამაგალითოა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამას გააგებინოს ვინმემ, ევროპა U-21 დამთავრდა და აღარაა დამალვა საჭირო
დინამოელი
21 აგვისტო 2023 09:30
1
საქმეც მაგაშია, რომ არ შეხვედრია, სულ ტრავმა ჰქონდა მჭედლიძეს
ქ.გ-ს
19 აგვისტო 2023 16:18
0
წარმატებები ფროზინონეს!
ლაშა
19 აგვისტო 2023 12:06
1
Re:"იტალიაში კი ასეთი მხოლოდ წინა სეზონში შედგა"
კალაძის მილანი ან გენოა არ შეხვედრია მჭედლიძის ემპოლის ან პალერმოს?
ქ. გ.
19 აგვისტო 2023 11:28
2
გაუჭირდება ძალიან წელს მაგრად მოხვდება ფეხებშიც და კრიტიკაც უნდა გაუძლოს სხვა გზა არაა
გიორგი
19 აგვისტო 2023 07:11
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული