![](https://sportall.ge/pictures/image5/bc2fa1eceb43bd94d9cbd055fadaefdb.jpg)
მოგეხსენებათ, "მილანიდან" 1-წლიანი იჯარით "ატალანტაში" ბელგიელი შემტევი შარლ დე კეტელაარი გადავიდა, რომელზეც დიდი ავანსები იყო გაცემული, მაგრამ გასულ სეზონში მოლოდინი ვერ გაამართლა და "სან სიროდან" აბარგება მოუწია.
ის და კვარაცხელია სერია A-ში ერთად გადავიდნენ და ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ ბელგიელი ქართველს სჯობდა, რასაც დე კეტელაარის "ატალანტაში" გადასვლის შემდეგ სწორედ ირონიული პოსტით მარადონას შვილი გამოეხმაურა:
"კი მაგრამ, აბა, დე კეტელარე კვარას ჯობიაო?", - დაპოსტა მან სოციალურ ქსელში.