POSTV - ფეხბურთის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას "ფროზინონესთან" გამოტოვებს.
როგორც ცნობილია, ქართველ შემტევს კუნთების გადაღლილობა აწუხებს და გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა.
შეგახსენებთ, "ფროზინონეს" შემადგენლობაშია გიორგი კვერნაძე.
რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა ხვალ, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
პ.ს. სლუცკის ნათქვამი გამახსენდა ვარჯიშის დროს ფეხებში, რომ ხვდებოდა ტიროდაო(ცუდი გაგებით არ უთქვამს) ანუ ჯერ პატარა ბიჭი იყოო.
ბიჭი არსაიდან რყსეთში წავიდა და იქ დაიმკვიდრა თავისი თავი პირველივე სეზონში. სიომინი და ლოკომოტივი ატირა და ანანა მისი რუბინში წასვლა.
მერე რუბინში დაიმკვიდრა თავისი თავი და იქაც მოუძებნეთ მინუსები, რუბინი რა გუნდიაო.
ეხლა ნაპოლიშია და პირველივე სეზონზე იმდენი პრიზი მიიღო აღარ ჩამოვთვლი (მარა მაინც თქვენ თახვებო სერია ას საუკეთესო ფეხბურთელი, წლის გოლი,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა და ასე შემდეგ)
ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში არ აპატიოთ სადაც სხვებს უნდა გამოეჩინათ თავი რომ წინსვლა ქონოდათ, მარა თქვენ ხო ძალით გულშემატკივრები გქვიათ
ასე გაწუხებს ვინმე ფენომენს რომ უწოდევს ხვიჩას? და ამის მერე სხვას ეძახი გაუნათლებელს და თან ამატებ რომ გიყვარს და გულშემატკივრობ??
ვისაც გულშემატკივრობენ იმის წარმატებაზე არ უსკდებათ გული და მსოფლიო რომ ფენომენს ეძახის არ აწუხებთ.
ჩაიხედეთ თქვენს გულებში და თავადვე მიხვდებით რა აბსურდებითაც მოძრაობთ.
ვინმეს ფენომენს რომ უწოდებენ და ასე გაწუხებთ რავიცი აბა, წადი კარაგერთან და ანრისთან გააპროტესტე "ვინაა თქვენი ფენომენითქო".
ფუ მართლა