კვარაცხელია "ფროზინონესთან" მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
POSTV - ფეხბურთის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას "ფროზინონესთან" გამოტოვებს.

როგორც ცნობილია, ქართველ შემტევს კუნთების გადაღლილობა აწუხებს და გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიშიც გამოტოვა.

შეგახსენებთ, "ფროზინონეს" შემადგენლობაშია გიორგი კვერნაძე.

რაც შეეხება მატჩს, შეხვედრა ხვალ, 19 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 90 /
არა უშავს, ფროზინონეს და კვერნას ვუგულშემატკივრებთ
ქომაგი
18 აგვისტო 2023 14:34
3
არაუშავს, მარადონაზე როცა იქნება თამაში, მაშინ დაბრუნდება.
თითქმის მთელი გუნდი ვარჯიშებზე დაიტრავმა, საინტერესოა რა ტაქტიკით ავარჯიშებთ ახალი მწვრთნელი.
ნუ ნახევარი საქართველო რომ აჰაჰავებს მის ტრავმას ეგ ცალკე თემაა და ფსკერია მაგრამ მაგ ხალხისთვის არ დავიღლები, თავისი გასაჭირიც ეყოფათ. იმაზე მეტი ვეღარაფერი დაგემართება, როცა სხვისი ტრავმა სიხარულს მოგანიჭებს.ამიტომ ასეთების მიმართ მარტო თანაგრძნობა გამაჩნია.
!!
18 აგვისტო 2023 15:09
4
გამოექანე ლონდონიდან გვირაბის გავლით ბომბეიმდე. რა უნდოდა კვარაცხელიას ახალგაზრდულ ევროპაზე. ჯერ გაერკვიე თუ რა არის ახალგაზრდული ნაკრები, რა ფუნქცია და დატვირთვა აქვს და მერე ილაპარაკე. ფეხებს გაუფრთხილდა და სწორადაც მოიქცა. დავუშვათ და რომ ეთამაშა და ვთქვათ და ისრაელთან მიეღო მძიმე ტრამვა, ისეთი ჩაკვეტაძეს რომ ორი წელი გაუცდინა. მთელი მსოფლიოს დასაცინი გავხდებოდით. ქართველებმა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ვათამაშეთ ახალგაზრდული ევროპა, სადაც რომელიღაც უცნობმა ებრაელმა თინეიჯერმა მოტეხა ფეხი. მაგარია არა?!. მთელ ევროპაში, ყველგან, ახალგაზრდული ნაკრები განიხილება როგორც ტრამპლინი ძირითადი ნაკრებისათვის. ხოლო ახალგაზრდული ევროპა, როგორც ასპარეზი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის, რომელთაც პერსპექტივა აქვთ რომ მოხვდნენ ეროვნულ ნაკრებში. ბელეტრისტიკა და ფილოსოფია შეინახე შენთვის. გაერკვიე რა არი ასაკობრივი ნაკრებები და მერე წერე.
ქუთაისი
19 აგვისტო 2023 01:53
18
ძმაო რა სისულელეს წერ. საქართველოსთვის არ იყო ეგ მეორე ხარისხოვანი ტურნირი არავითარ შემთხვევაში. რა მსოფლიოს დასაცინი, რა სისულელეა! უნდა ეთამაშა კი, იმიტომ რომ ასეთ ტურნირზე საქართველო შეიძლება ვეღარ მოხდეს კიდევ დიდი ხანი და თუნდაც ფინალში თამაში იქნებოდა უდიდესი პრესტიჟი ქართული ფეხბურთისთვის და კიდევ უფრო დიდი ინტერესი წამოვიდოდა ქართველი ფეხბურთელებისადმი. ჩვენ ინგლისი და ესპანეთი არ ვართ ასეთი ტურნირები რომ ფეხებზე დავიკიდოთ და თუ ვინმე კარგ მოთამაშეს აქვს უფლება ითამაშოს უნდა ითამაშოს. მიქაუტაძეზეც იგივეა.
აკაკი
19 აგვისტო 2023 10:37
7
ვერ გავაგებიე ამ ხალხს, რომ მსოფლიო გაგვცინებდა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სერია ა ს ემვიპის რომ ეთამაშა და სხვა ახალგაზრდებისთვის ადგილი წაერთმია.
ისეთი უაზრო ლოგიკა აქვთ მაინც ვერ გააგებინებ.
18 წლის მერე ეროვნულ ნაკრებშია ეგ ბიჭი და საიდან მოიტანეს რომ ახალგაზრდულში უნდა ეთამაშა.
იმდენად ეზიზღებათ არაადეკვატური გახდნენ უკვე .
შარშან ნაპოლიში რომ გადავიდა და ბათუმს ევროტურნირებზე ვერ დაეხმარა მაგაზეც ლანძღავდნენ მახსოვს. იიი ფულის გამო არ დაგვეხმარა და რაღაც ასეთ თავისნაირ ჩამორჩენილ კომენტარებს წერდნენ.
აქ შემოსვლა შემაზიზღეს მარა როცა დრო მაქვს მაინც არ ვრჩები არცერთს ვალში. აბა მარტო მაგათი ჩამორჩენილი აზრები ხო არუნდა იყოს გამოფენილი.
ააყროლეს აქაურობაც ფეისბუქივით და მაგათ გამო ნორმალური ხალხი ინსტაგრამზე გავიქეცით. იმედია ინსტაგრამის მოხმარებას კაი ხანი ვერ ისწავლიან.
!!
19 აგვისტო 2023 09:55
7
ყველა გამოხმაურება
ინტრიგანი კაცის ბუნება ასეთია - არ შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ისე როგორც მოეწოდება. ცდილობს ყველაფერში ეშმაკობა, ქვეტექსტი, დაფარული რამ "გამოაშკარავოს". რა გჭირთ ხალხოო...
ხვიჩა
18 აგვისტო 2023 18:15
3
თქვენ არა გულშემატკივრებო, რომ აკომენტარებთ აქ და აქილიკებთ ხვიჩას ვინ გვყავს ასეთი საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
ბიჭი არსაიდან რყსეთში წავიდა და იქ დაიმკვიდრა თავისი თავი პირველივე სეზონში. სიომინი და ლოკომოტივი ატირა და ანანა მისი რუბინში წასვლა.
მერე რუბინში დაიმკვიდრა თავისი თავი და იქაც მოუძებნეთ მინუსები, რუბინი რა გუნდიაო.
ეხლა ნაპოლიშია და პირველივე სეზონზე იმდენი პრიზი მიიღო აღარ ჩამოვთვლი (მარა მაინც თქვენ თახვებო სერია ას საუკეთესო ფეხბურთელი, წლის გოლი,ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა და ასე შემდეგ)
ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში არ აპატიოთ სადაც სხვებს უნდა გამოეჩინათ თავი რომ წინსვლა ქონოდათ, მარა თქვენ ხო ძალით გულშემატკივრები გქვიათ
Napolitano77
18 აგვისტო 2023 22:36
8
ვკითხულობ კომენტარებს და ჭკუიდან გადავდივარ. დამპალი და გულღრძო ხალხი ძალიან ბევრი ყოფილა საქართველოში. რა შეჭამეთ მაგ 21 წლამდელების გამო. ხო რომ ეთამაშა გადაქანცულ ხვიჩას რა იქნებოდა?, მაქსიმუმ ვთქვათ და მოგევგო ისრაელზე მერე? ოლიმპიადა არა კვახი! ამ პატარა ბიჭმა საქართველოში სიხარული დააბრუნა, ბავშვები მის სახლეზე თვალებ ანთებულები არიან, ფებურთზე სიარული დაიწყეს და კიდევ ეგ 22 წლის ბიჭი კიდევ ბევრ ბედნიერებას აჩუქებს ქვეყანას. ხვიჩა შვილო არ წაიკითხო ჩვენი გულღრძო "თანამემამულეების" კომენტარები ამ ხალხმა მოკლა ილია, ზვიად გამსახურდია და კიდევ ბევრი ცუდი საქმე ჩაიდინა მის ისტორიაში. გამაგრდი და ღმერთი შენსკენ!
mamia
18 აგვისტო 2023 21:44
11
გეთანხმებით ყველაფერში. ილიას მოკვლის მერე მისი მკვლელები სოფლებში კარდაკარ დადიოდნენ, ილია მოვკალითო ტრაბახობდნენ და ხალხი უნასპინძლდებოდა. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.
ყველა გამორჩეულ ადამიანს ეს ბედი აქვს ამ ქვეყანაში, სიკვდილის მერე გააღმერთებენ უეჭველი, მერე შეიძლება წმინდანადაც შერაცხონ, აბა მანამდე ცოცხალს და ბედნიერს როგორ იგუებენ გვერდით.
ილიამ ბედნიერი ერი რომ დაგვიწერა, იმის მერე არაფერი შეცვლილა, ისე დარჩა "მცირე, დიდი, ყველა ფლიდი"...
არ გამოცვლია აზროვნება. რუსებმა საერთოდ ყველაფერი წაგვართვეს რაც კარგი გვქონდა და დარჩა ეს, რაც დარჩა.
ვინც ვერ ეგუება ასეთ ხალხში ცხოვრებას, კი გარბის აქედან და საბოლოოდ რა დარჩება ვნახოთ...
ხვიჩას დონის სპორტსმენის ღირსი არ იყო ეს ქვეყანა.
ამათ გულშემატკივრობა ის ეგონათ, ნაპოლიში რომ ჩავიდოდნენ, პიცას უფასოდ შეჭამდნენ და ნეაპოლელები რომ თბილად ესალმებოდნენ, ხვიჩას გამო მადლობას რომ უხდიდნენ.
გამოჩნდა როგორი გულშემატკივრებიც ყოფილან.


ვის რაში ჭირდება თქვენნაირი გულშემატკივარი. გაქრით საერთოდ ხვიჩაზე დაწერილი სტატიებიდან. არ მოგწონთ, არ გულშემატკივრობ, დაბლოკე და მოშორდით აქედან. ვის რაში ჭირდება თქვენი ბრძნული აზრები.
ხვიჩა მაინც არ კითხულობს და აქ გულშემატკივარს გინდათ ნერვები მოუშალოთ.
მისი ყოველი ფეხის გადაბრუნება გაგიხარდებათ, რადგან ცხოვრებაში არაფრისთვის მიგიღწევიათ და ასე ცდილობთ, საკუთარი ლუზერობის შემსუბუქებას.
ყველა იშიფრებით კომენტარის დაწერის ხარისხში. ერთი ფრაზით ამოიცნობა თქვენი განვითარების დონე .
!!
19 აგვისტო 2023 10:08
1
ფეხბურთელის თამაშს ან ართამაშს წყვეტენ სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით და შეიძლება ხვიჩას დიდი სურვილიც ჰქონდეს მოედანზე გასვლის. გადაღლილი კუნთი თუ ვინმეს უკვირს, რომ მიზეზი იყოს მატჩის გამოტოვების, ვურჩევ აღდგენაზე და კორტიზოლზე მცირე ინფორმაციას მაინც გაეცნოს და სანამ არ ცოდნით რაიმე მარგალიტს შექმნის მიეჩვიოს კომენტარამდე ინფოს მოპოვებას ან უბრალოდ გაატაროს. ყველას ძალიან გვინდა ქართული ტანდემის ხილვა მაგრამ, მხოლოდ ჩვენი სურვილებით არაა ყველაფერი. კარგი საფეხბურთო "ვიქენდი" ყველას და წარმატებული თამაში ჩვენს სპორცმენებს.
გიგი
18 აგვისტო 2023 19:17
4

სპორტსმენი კარგი შენიშვნაა.
"ფეღბურთი" ამ ტექსტში ვერსად წავიკითხე.
ქართული ენისა და ლიტერატურის.



მატრაკვეცებს
18 აგვისტო 2023 22:02
1
ქართული ენის და ლიტერატურის წიგნშიც უნდა ჩავიხედოთ ხოლმე ზოგჯერ.
სწორია შეცდომაა

სპორტსმენი სპორცმენი
ფეხბურთი ფეღბურთი
საქართველო
18 აგვისტო 2023 20:54
10
დაუდექით გვერდზე ტრამვა აქვს თუ თამაში ჩაუვარდა, პატივი ეცით და გაამხნევეთ. ასეთები 50 წელიწადში გვებადებიან და მოვუფრთხილდეთ ძმებო მე თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს იბრალოდ ვისწავლოთ ადამიანების დაფასება
მოკითხვა ნიციდან
Napolitano77
19 აგვისტო 2023 00:13
4
მე მგონია, აქ სხვა რამესთან უნდა გვქონდეს საქმე.
ფეოლა
18 აგვისტო 2023 14:35
4
ტრანსფერია ვითომ?
მეგრელი
18 აგვისტო 2023 15:02
4
სხვა რამეს რას?
გიორგი
18 აგვისტო 2023 14:44
3
კუნთების გადაღლილობას არ გავს ეგ, ეტყობა ჯუღელს ფულის სუნი ეცა და ანაზღაურების გაზრდას თხოვს აურელიოს.
ნიკა
18 აგვისტო 2023 14:31
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული