ჯუღელმა ძაკარდოსთან ერთად ივახშმა და კვარაცხელიას ხელფასზე დაელაპარაკა - ცნობილია, რა სთხოვა დე ლაურენტისმა ხვიჩას აგენტს

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Il Mattino ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, მამუკა ჯუღელმა და ჩვენებურის "პარტენოპეიში" ტრანსფერის შუამავალმა კრისტიან ძაკარდომ რამდენიმე დღის წინ ერთად ივახშმეს, სადაც ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

როგორც იწერება, დე ლაურენტისმა ჯუღელს სთხოვა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიცადონ და კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხები დროებით აღარ განიხილონ.

ახლა მოლაპარაკების მთავარი თემა ქართველის ხელფასია, რომელიც ძალიან დაბალ ანაზღაურებას იღებს და ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას.

დე ლაურენტისი აპირებს კვარაცხელია უკმაყოფილო არ დატოვოს და მისი
ანაზღაურება 3.5 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ამას ასევე დაემატება ბონუსები. კონტრაქტში არ იქნება გაწერილი თანხა, რომლის გადახდაც სხვა კლუბს მოუწევს, თუ კვარაცხელიას შეძენას გადაწყვეტს. 

შეგახსენებთ, რომ კუნთის გადაღლილობის გამო ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრას გასვლაზე "ფროზინონესთან" გამოტოვებს. 

altკვარაცხელია "ფროზინონესთან" მატჩს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 36 /
Gaanebet xvichas tavi vai eqspertebo rac gaaketa istoriashi shevida
Jia
20 აგვისტო 2023 12:02
1
რატომ იყო დაღლილი კვარაცხელია ივნისში,რატომაა დაღლილი აგვისტოში და რით აღარ დაიღალა მესი 36წლის, ბუსკეტსი 35წლის,ხორდი ალბა 34 წლის.მთელი წელია რო დარბიან და დღესაც 90 წუთი რო ითამაშეს
საბა
20 აგვისტო 2023 08:23
1
არც ჩასაფრებული ვარ და არც ინტრიგანი.არვ ის მგონია ხვიჩას ბევრი გულშემატკივარი ყავდეს ჩემსავით ნერვიულობდეს მის ყველა თამაშზე, მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს-ეხლა ვუყურე ინტერ მაიამის თამაშს .მოიგო მესიმ მორიგი ტიტული.მესის კი არ ვადარებ ვინმეს (მაგდენი კი მესმის), მაგრამ მთელი წელია არ დაუსვენია, ყველა თამაშს 90 წუთს თამასობს.36 წლის არის.მასთან ერთად 90 წუთი ითამაშეს ხორდი ალბათ(34)წლის,ბუსკეტსმა(35)წლის.პენალტებიც გაიტანეს ყველამ თან.ჰოდა ამ ბებერ ხალხს კუნთები არ აქვთ ან არ იღლებიან?ეს მაინტერესებს ძალიან .
საბა
20 აგვისტო 2023 08:18
2
საბჭოთა 37 მანეთიანი ღრუზინები და ევროპელი ადამიანი .ზეთი ტილო.სამუზეუმო ექსპონატი
Temo
20 აგვისტო 2023 00:16
0
ჩვენები რა ტანწერწეტები არიან:)))
ირაკლი
19 აგვისტო 2023 19:31
0
ძალიან მომეონს მამუკა ჯუღელი. უზომოდ დახვეწილი მანერები აქვს
დინამოელი
19 აგვისტო 2023 19:09
2
კი საკაიფო გრუზინია ცავატანემ :)
Robert22
19 აგვისტო 2023 22:40
2
ალბათ ღადაობ?!
G.A.L.
19 აგვისტო 2023 19:45
2
ხვიჩა ერთერთი პირველია სერია ა ში და ხელფასი ალბათ მეასე ფეხბურთლის აქვს-არასამართლიანია, მაგრამ მომავალი წინ აქვს , ხელფასიც ექნება დიდი, მთავარია გააგრძელოს და მოუმატოს კიდევ
ბათუმი
19 აგვისტო 2023 16:39
0
დამთავრდება სატრანსფერო ფანჯარა და ხვიჩას სულ ცოტა ნახევარი წელი მაინც,ისევ მანდ მოუწევს დარჩენა,თანმაც იგივე ხელფასზე.თუ ხვიჩამ ძველებურად კარგად ,ან უკეთესად ითამაშა,გასაყიდ ფასს კიდევ უფრო აუწევს და 3,5 მილიონი ხელფასიც,ისეთივე დამამცირებელი იქნება,როგორიც დღევანდელი ხელფასია.თუ ისეთ დონეზე ვეღარ ათამაშდა,მაშინ ეტყვის,რასა მთხოვ,როგორ თამაშობო და ისევ თვითონ დარჩება მოგებული. ხვიჩამ უნდა შეხედოს,როგორ ექცევა დე ლავრენტისი,ფეხბურთელებს თუ მწვრთნელებს,ფულის საკითხში და თვითონაც შესაბამისად იმოქმედოს.ეს სასაცილო3,5 კი,ვითომ დიდ დაფასებასავით რომ უგდებს,იმის ნიშანია,რომ ჯუღელი სასწრაფოდ უნდა მოიშოროს.რაც რაიმე ინფორმაცია გამოდის,ჯუღელის სასარგებლოდ არაფერი ლაპარაკობს და რა ვიცი.
სოსო
19 აგვისტო 2023 15:12
1
კაცო, თქვენ მოდიხართ თუ ქეიფობთ?
mamuka
19 აგვისტო 2023 14:37
1
ვინ ვისთან ივახშმა და რა ჭამა რაში მაინტერესებს, განმარტონ რატომ იჩაგრება ხვიჩა ხელფასის ნაწილში? ვინმე ხომ არ შეეკრა იმ თაღლით ლაურენტისს?
ასე დაბალ ხელფასზე თავის დახრა შემდგომ კარიერაზე იმოქმედებს

რომან აჯიაშვილი
19 აგვისტო 2023 12:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული