გოჩოლეიშვილის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ჰამბურგში ჩაატარებს

AutoSharing Option
"შახტარი", რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერი გიორგი გოჩოლეიშვილი იცავს, ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებს ჰამბურგში ჩაატარებს, - ამის თაობაზე ინფორმაციას დონბასური კლუბი ავრცელებს.

"შახტარმა" "ჰამბურგთან" შეთანხმებას მიაღწია და უეფამ 57-ათასიან "ფოლკსპარკშტადიონზე" თამაშის უფლება მისცა. დონეცკური გუნდი გასულ წელს ევროტურნირების შეხვედრებს ვარშავაში ატარებდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 31 აგვისტოს გაიმართება. "შახტარი" მესამე კალათაში იქნება, სადაც გერმანული კლუბები არ არიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მეშახტეებში" საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი გადავა, რაც ჯერ არ დადასტურებულა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია!უფრო ადვილად გაიკაფავს გზას,ევროპისაკენ.ყველას ადვილად შეეძლება,მისი საკუთარი თვალით ნახვა,თვითონ გერმანული კლუბების ჩათვლით.
სოსო
21:31 18-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული