"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა "კვარა" კიდევ ერთხელ შეაქო და ახალგაზრდა გარემარბის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ამ ფეხბურთელისგან გასაკვირი აღარაფერია, ხვიჩა იტალიაში საქართველოდან ჩამოვიდა, მას არავინ იცნობდა. ვაღიარებ, "კვარას" შესახებ მეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი, თითქმის, არაფერი. ხვიჩას ყველა მატჩში გოლის გატანა ან საგოლე პასის შესრულება შეუძლია, სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მაბრაზებს.

ყველა ასპექტში ძლიერია, გარდა ამისა ფიზიკურადაც ძლიერია, განსაკუთრებით ფეხების არეში, მოე
დანზე მუდამ მყარად დგას. არასდროს სცდება, მუდამ სწორ არჩევანს აკეთებს და წარმოუდგენლად შედეგიანია. "ნაპოლის" მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუ თამაშს ასე გააგრძელებს, "პარტენოპეის" მალე დატოვებს. დარწმუნებული ვარ, ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე "მანჩესტერ სიტიში" ჯეკ გრილიში. ქართველი უფრო კრეატიულია და რაც მთავარია, გააჩნია ხასიათი", - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ სერია A-ს პირველი ტურის მატჩი "ფროზინონეს" წინააღმდეგ ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა დიდი ალბათობით, ქართველი ჩემპიონატის მეორე ტურში "სასუოლოს" წინააღდეგ თამაშს შეძლებს.

altმატჩის დღე! იტალიაში ქართული დუელი ჩაიშალა - კვერნაძის დებიუტის მოლოდინი და კვარაცხელიას მეორე სეზონის სირთულე...

altკასანო: ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის"

alt"მეგონა, რომ ასეთ მატჩებში უფრო გადამწყვეტი იქნებოდა" - კასანომ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბრავო კასანო!
გეგი
21 აგვისტო 2023 16:35
0
ხვიჩა გრილიშს რა თქმა უნდა სჯობს, მიტომასაც, ლეაოსაც და "რეალის" მშვენებასაც (გვარი არ მახსოვს)... გვინდა უკეთესი (გარინჩას და მესხის) დრიბლინგები, მეტი გოლი ...
ემილი
21 აგვისტო 2023 08:11
1
ტურფა ვინიციუსი დაგავიწყდა?
:))
21 აგვისტო 2023 11:16
1
დღეს ფეიონოორდში ითამასა 17 წლის სლოვაკეთის მეორე ლიგაში მოტამშემ რომელსც 300 წუტი ქონდა ნათამაშები ძალიან ბევრი ცუდი გეხბურტელია მსოფლიოძი ვინც ძვირად ყიდის თავის თავს ჩვენებს რა ჭირთ? ჰოლნდიაში თამაშობს ყველა ეროვნების ერთი ორო როგორ არ უნდა გვყავდეს ერა დივიზიონსი მიკვირს
ნოდო
20 აგვისტო 2023 20:59
2
ხვიჩამ თავისი საქმე უკვე გააკეთა ნაპოლში !!!
უკვე დროა წავიდეს ინგლისში !!!
კვარა ჩვენი ოქროა!!
ჯონი
20 აგვისტო 2023 19:32
15
კასანო კაცი ხარ კაცური, სწორი შეფასებაა განსხვავებით ზოგიერთი ქართველი პარაზიტებისაგან!! ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს და მისი სახელი წლეების შემდეგ ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში!პირველ რიგში ის კაცია და მერე ფეხბურთელი!!
NAPOLI !
20 აგვისტო 2023 17:41
8
ეგეთები არ გაგიგონ ბოღმიანებმა და გაბორეტებულებმა, თორემ სექტას ან რაღაცად შეგრაცხავენ. ხვიჩაზე კარგი როგორ თქვიო? დრო ხვიჩასთვის მუშაობს ახლა, რაც მეტი დრო გავა მისი დაფასება უფრო მეტი იქნება. სეზონის დაწყებისთანავე ლიგაც დაიწყება და მერე ვნახავთ ჩვენი ხვიჩა რა ბრილიანტიც გვყოლია. მას უკვე ნაპოლიშივე სხვანაირად აფასებენ და არ ისე როგორც დასაწყისში, დებიუტანტ ამომავალ ტალანტს.
G.LA
20 აგვისტო 2023 16:52
4
გრილიში მართლა არ არის სიტის დონის.მარტო გვერდზე პასი იცის.
მაგ ფასად იგივე ხარისხის 60-70 ფეხბურთელს იყიდიდნენ...ნუ ვინც ინგლისური იცის მერე შეიძლება დაასაქმო ზოგი ადმინისტრატორად,
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.ზოგს ბიტკოინებზე და ქსელურ მარკეტინგში დავსვამდი,
დანარჩენები ისე-სტადიონის შესავსებად.
ხო ვითომ ცუდი ღადაობაა,მაგრამ ამაზე მეტი საქმე მაგ გრილიშს არ გაუკეთებია და ფეხში პასის მიცემა მეც კი ვიცი.
Levani
20 აგვისტო 2023 14:56
4
გახლავთ ჩვენი უპირველესი მტერი!ანუ,საშუალო სტატისტიკურმა ქართველმა გულშემატკივარმა უფრო მეტი იცის,ვიდრე ტიტულებით დახუნძლულმა გუარდიოლამ?!რა ვიცი…
დილეტანტიზმი
20 აგვისტო 2023 20:58
5
ამას ფულს ხომ არ უხდის ჯუღელი?))
Gambler
20 აგვისტო 2023 14:34
40
და არასწორს რას ამბობს ?
ლშა_იუვენტინო
21 აგვისტო 2023 09:35
1
ჯუღელი ვისთვის რისი გადამხდელია?
Gamble - ს
20 აგვისტო 2023 15:09
2

სიახლეები პოპულარული