"მეგონა, რომ ასეთ მატჩებში უფრო გადამწყვეტი იქნებოდა" - კასანომ "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანისა" და "ნაპოლის" (1:0) დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, "როსონერისთან" მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკასგან უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა.

"ნაპოლიმ" კარგად ითამაშა, წაგებას არ იმსახურებდნენ, მათ შესანიშნავი მომენტები ჰქონდათ. "პარტენოპეის" ოსიმენის გარეშე თამაში უჭირს. მეგონა, რომ "კვარა" და ლობოტკა უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებდნენ. ვიქტორი მეტოქის ნახევარმცველებს თავისკენ იტყუებს, თანაგუნდელების კარგ თამაშს სწორედ ნიგერიელი განაპირობებს.

დარწმუნებული ვარ, შემდეგ ეტაპზე სპალეტის გუნდი გავა.

ამბობენ, რომ რაფაელ ლეაო ჩემპიონი და ფენომენია, თუმცა
პორტუგალიელი მცველებს საერთოდ არ ეხმარება, ეს კი მაბრაზებს. "ნაპოლის" პრობლემები არა ლეაომ, არამედ ბრაჰიმ დიასმა შეუქმნა" - განაცხადა კასანომ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 18 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"ადრე დიდებული მწვრთნელი იყო, დღეს კი აღარაფერს წარმოადგენს" - კასანომ მოურინიოზე ისაუბრა

altკასანო: სპალეტი "ნაპოლიში" მეტს ვერ მიაღწევს

alt"კვარა" თუ ოსიმენი? მე სხვას ვირჩევ" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 17 /
უნდა აღინიშნოს, რომ კასანო საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი იყო და მან ერთერთმა პირველმა აღიარა ხვიჩას ფენომენი, ასევე იწინასწარმეტყველა ნაპოლის დიდი წარმატება მიმდინარე სეზონში. ის კვარას გულშემატკივარია და ისევე როგორც მრავალ ჩვენთაგანს, მასაც სურს ქათველი ფენომენის მუდმივად ფეერული შესრულება. მაგრამ მოდი ასე შევხედოთ: ლიგის მეოთხედფინალის პირველი თამაშია. მწვრთნელმა განსაზღვრა თამაშის ტაქტიკური მონახაზი ამ მომენტისათვის. კვარასთვის პირველი სეზონია და ის ჯერჯერობით არ წარმოადგენს გუნდისათვის უპირობო და მტკიცე ავტორიტეტს. გუნდში მრავლადაა ამბიციური ხალხი. აიღო თამაში საკუთარ თავზე ნიშნავს დაარღვიო ბალანსი, არიო ხაზები. ეს ევროპის ლიგაა და არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გარანტია, რომ გამოგივა ამ სიტუაციაში თამაშში გადამწყვეტი გარდატეხის შეტანა. მეორე მხრივ კი შეიძლება გუნდს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენო. ვაღიარებ რომ თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ სპალეტი უზღუდავდა ხვიჩას მოქმედების თავისუფლებას. ეხლა კი ვთვლი, რომ სწორედ ის მისცა, რაც კვარას დიდი ფეხბურთელების კოჰორტაში შეიყვანს: ასწავლა თამაშის წაკითხვა.რაც ყველაზე მეტად ფასობს თანამედროვე ფეხბურთში. სანახაობა კი ზოგჯერ გამოვა, ზოგჯერ არა. საბოლოო ჯამში მიწეულ შედეგებს აქვს კონკრეტული საზომი: ტიტულები.
ამატაკი
10:03 16-04-2023
0
კატეგორიულად არ ვეთანხმები ხვიჩას კრიტიკას :ხვიჩას სჭირდება გუნდისგან დახმარება ,რომ მისი თამაში ფეერული და რაც მთავარია შედეგიანი იყოს.ისთ შეზღუდულ სივრცე-გარემოში უწევს მოქმედება ,რომ უკეთესი შედეგების მიღწევა ყოვლად შეუძლებელია.არსებობს მეთოდები გუნდისგან მისთვის ხელის შეწყობის და შესაბამისად დიდი სარგებლის მიღების ,თუმცა ეტყობა ამის შესახებ სპალეტიმ არაფერი იცის,სამწუხაროდ .
საჩინო
23:00 15-04-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული