კვარაცხელიას ხელფასი მინიმუმ 5 მილიონი ევრო გახდება? - რას წერს იტალიური გამოცემა

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა IL MATTINO "ნაპოლისთან" ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ქართველის წარმომადგენლებმა ხელფასის სახით შესაძლოა, მინიმუმ 5 მილიონი ევრო მოითხოვონ.

"ვიქტორ ოსიმენი არ არის ერთადერთი დიდი ფეხბურთელი "ნაპოლიში", რომელიც კონტრაქტის განახლებას და ხელფასის ზრდას ელოდება.

IL MATTINO-ს თანახმად, ხვიჩა კვარცხელიამაც შეიძლება მალე განაახლოს კონტრაქტი და მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასი მიიღოს.

ბუნებრივი იქნება, თუ ქართველი და მისი წარმომადგენლები, სულ მცირე, 5 მილიონ ევროს მოითხოვენ წელიწადში. გასულ სეზონში მაგარი თამაშის შემდეგ სრულიად მოსალოდნელი იყო რომ მისი კონტრაქტი გადაიხედებოდა", - წერს
გამოცემა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს 5 მილიონზე ნაკლებს ! არ გადაუხდიან და მერე უნდა მოითხოვოს რომ გაყიდონ სხვაგან !
zura222
14:15 22-08-2023
1
ხვიჩას 12 გოლისა და ათი საგოლეპასის 3 პენალტის გარდა მის დარტყმულზე გამოვარდნილ ბურტზე მეკარიდან 2 ოსიმენსა აქვს გატანილი და ერთი ლოსანოს .მარჯვენა ფლანგს 3 3 ბურთი აქვთ გატანილი და სულ მისი პენალტი და დამატებული ნახევარი .რამდენი რამე გააკეთის ამ ბიჭმა 22 წლისამ. მარადონა ბარსელონადან ჩავიდა ბოლოსდაბოლოს მართლა ნაპოლში.
Offside
19:40 21-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული