ერთი რამ მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ და სწორად გავიგოთ - კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკება არ ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის თანხა უფრო პრიორიტეტული ხდება. აქ საუბარია საკუთარი შრომის შესაბამისად დაფასებაზე, შენი როლისა და ადგილის გამოკვეთაზე.
ქართულ რეალობაში ცუდი გამოცდილებებიც გვაქვს (გიორგი ქინქლაძის მაგალითი დასამალი არავისთვისაა), მაგრამ იმაში ბოლომდე დარწმუნებული ვართ, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე მსგავსი დეტალები უარყოფითად არ მოქმედებს. ტოპ-ლიგაში პირველი ძალიან წარმატებული წლის შემდეგ მან იცის, რომ დიდი კარიერის რესურსი აქვს; იცის, რომ მისი ოცნების გუნდისთვის, მადრიდის "რეალისთვის", კიდევ უფრო მეტია საჭირო. აქამდე ზოგს მის პირად ცხოვრებაში ცვლილებები აფიქრებდა, ზოგს - რა. მუდამ შიშის რეჟიმში ყოფნით სიამოვნებას ვერ მივიღებთ, იმას, რასაც ქართველი გარემარბი გვჩუქნის.
"კვარა" "სასუოლოსთან" უნდა დაბრუნდეს, ამ გუნდთან კი მშვენიერი მოგონებები აკავშირებს. შემდეგ უფრო რთული საშინაო მატჩია, "ლაციოსთან". რომაელებმა წინა სეზონში "დიეგო მარადონაზე" გაიმარჯვეს. ხვიჩას თამაში აქაურ გულშემატკივარსაც მოენატრა და მილიონობით ტელემაყურებელსაც. ჩვენებურს ის შეუძლია, რასაც ასე ვეძებთ ვარსკვლავების "გაქრობისა" და თაობათა ცუდად ცვლის შემდეგ. ამავდროულად, შთამბეჭდავი სეზონიდან გამომდინარე, მოლოდინი კიდევ უფრო მეტისაა. ამასობაში, მოწინააღმდეგეებისთვისაც დიდი მოტივაციაა, 77-ე ნომერი რანაირად შეაჩერონ!..
ფეხბურთი ხომ დიდი ხანია მხოლოდ გართობა არაა ფეხბურთელებისთვის. ტიტანური შრომა და რისკია.
არა და რამდენი საცდური ხვდება წინ.
მჯერა ანაზღაურების პრობლემას იოლად გადაიტანს.
რამდენი ვარსკვლავი ჩაქრა ფულის გამო, ვინ მოთვლის