ხვიჩამ ვარჯიში განაახლა და ალბათ, "სასუოლოსთან" ითამაშებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც კუნთის გადაღლილობის გამო "ფროზინონესთან" სერია A-ს პირველი ტურის მატჩი გამოტოვა, ვარჯიში განაახლა.

დღეს კვარაცხელიამ საერთო ჯგუფთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, 27 აგვისტოს "სასუოლოსთან" საშინაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ ფეხბურთელები ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთნენ, შემდეგ კი მოედანზე გადაინაცვლეს.

SpazioNapoli წერს, რომ როგორც ჩანს, ტრიუმფის არქიტექტორმა ტრავმა უკან მოიტოვა, ყველაფერი შემდეგ ვარჯიშებზე გამოჩნდება, ვითარება ოპტიმისტურია და იმედია, გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ ფეხბურთელს კვირას "დიეგო მარადონაზე" იხილავენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინც აზრზე არაა იმათთვის :) წარმოდიგინეთ, რომ ლაშქრობაში ხართ და მთაზე ადიხართ, მწვერვალზე რომ.ახვალთ როგორი დაღლილი ხართ. ეხლა წარმოდიგინეთ რომ 1,5 წლის განმავლობაში ყოველ მეოთხე დღეს ადიხართ ასეთ მწვერვალზე. და ბოლოს გაქვთ 3 კვირიანი დასვენება. აი იცი რა არ მესმის, ხალხი რომ ახალგაზრდულზე ხვიჩას თამაშს ითხოვდა, უბრალოდ თუ ფეხბურთი არ უთამაშით მთელი თავდადებით, ასე ლაშქრობაში მაიმც არ უვლიათ სადმე? სულ სწორზე რომ იარო დღეში 20 კილომეტრი სულ, უკვე მიხვდებით რა დაღლილობაზეა საუბარი . მადლობა
გადასარევი გიორგი
18:21 23-08-2023
0
წარმატებები ხვიჩა!!! უფალი გფარავდეს❤️
გულშემატკივარი
17:55 23-08-2023
0

სიახლეები პოპულარული