დღეს, სერია A-ს მეორე ტურში "ნაპოლი" "სასუოლოს" უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდი ამ სეზონში პირველად ითამაშებს "დიეგო მარადონაზე" და პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც "ფროზინონესთან" შეხვედრა გამოტოვა.
CalcioNapoli24 "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს და იტყობინება, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იქნება, აგრეთვე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, ვინაც "ფროზინონესთან" დაპირისპირებაში შეცვლაზე შევიდა.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.