დონბასურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ახალწვეულმა ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი 39-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. მან მოედნის ცენტრში მასპინძელთა გუნდის კაპიტანი ანდრეი ბოგდანოვი წააქცია, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.
„შახტარი“ 11 ქულით ლიდერია და 2 სექტემბერს სტუმრად „მინაის“ დაუპირისპირდება.
კოვალივკა. „კოლოსი“
კოლოსი - შახტარი 0:2
გოლები: 0:1 ნაზარინა (25), 0:2 კაშუკი (45+2)
გაძევება: გოჩოლეიშვილი (39)