"სასუოლოსთან" სერია A-ს მეორე ტურის საშინაო მატჩში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და საგოლე გადაცემა გააკეთა. Sofascore-მა მისი თამაში 7.4 ქულით, whoscored-მა 7.2-ით, ხოლო flashscore-მა 7.5-ით შეაფასა.
ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ შეხვედრის დაწყების წინ DAZN-თან განაცხადა, რომ კვარაცხელიას წინასასეზონო პერიოდში "ჟირონასთან" მიღებული ტრავმის გამო პრობლემა ჰქონდა, 12 ვარჯიში გაუცდა, ამიტომ ამჯობინა, ძირითად შემადგენლობაში არ დაეყენებინა, მეორე ტაიმში შეუშვებდა შეცვლაზე და იმედი ჰქონდა, რომ სიტუაციას შეცვლიდა.
ხვიჩა მართლაც კარგად შევიდა შეცვლაზე, თამაში გაახალისა და Informazione აღნიშნავს, რომ ქართველის ასპარეზობით კვლავ უნდა ისიამოვნონ.
კვარას და რასპადორის პოზიცია მოედანზე? რასპადორი მთელი თამაში ფლანგზე ვერ გაჩერდება, ის ოსიმენთან უფრო ახლოს უნდა იყოს და საჯარიმოში ითამაშოს. იგივეა კვარაცხელიაზეც. ცხადია, ფლანგზე უნდა იყოს, რათა მეტოქესთან ერთ-ერთზე ითამაშოს, მაგრამ უნდა მოძებნოს სხვა გამოსავალიც, ბურთი მოითხოვოს სივრცეებში და ითამაშოს ხაზებს შორის, რითაც მეტოქისთვის უფრო არაპროგნოზირებადი გახდება“, - თქვა გარსიამ. სწორია კვარამ უფრო მეტი უნდა იმოძრაოს საჯარიმოში აგერ დღეს ლუზერმა რასპადორიმ 5 დაარტყა კარისკენ ასევე უნდა ქნას კვარამ და უფრო ბევრს გაიტანს თან როცა ხვიჩას ცალი ფეხის ფასი არაა რასპადორი.