"სხვა ფეხბურთს თამაშობს, სერია A-ს ანათებს" - რას წერს იტალიური მედია "კვარას" შესახებ

AutoSharing Option
გუშინ, 27 აგვისტოს, "ნაპოლიმ" "სასუოლოს" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

სასიხარულოა, რომ მცირე ტრავმის შემდეგ "პარტენოპეის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა. ახალგაზრდა გარემარბი მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და რამდენიმე წუთში გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს გოლი გაატანინა.

იტალიური მედია ხვიჩას თამაშით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა. გთავაზობთ მათ კომენტარებსა და შეფასებებს.

"მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში დი ლორენცოს გასაგიჟებელი საგოლე პასი გაუკეთა. მისი ხარისხი საშუალოზე მაღალია" - Calcionapoli1926 - 7 ქულა

"დი ლორენცოზე პასი სტრატოსფერული იყო, როგორც კი მოედანზე შევიდა, თამაში გამოაცოცხლა" -
Calciomercato.it - 7 ქულა


"სულ რამდენიმე წამი დასჭირდა, რათა ფანებისთვის შეეხსენებინა, ვინ არის სერია A-ს მეთაური, დი ლორენცოზე გაკეთებული პასი საოცარი იყო" - Tuttonapoli - 7 ქულა

"უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებ, მისი წყალობით "ნაპოლის" უპირატესობა კომფორტული გახდა" - Eurosport-ი - 7 ქულა

"როგორც კი შემოვიდა, მოედანზე ცეცხლი დაანთო. უმაღლესი კლასის ფეხბურთელია" - Tuttomercatoweb-ი - 7 ქულა

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 2 სექტემბერს, "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს.

alt"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან

altხვიჩა შევიდა და დი ლორენცოს გაატანინა - "ნაპოლიმ" კვლავ გაიმარჯვა [VIDEO]

altრუდი გარსია: ასე კვარაცხელია უფრო არაპროგნოზირებადი გახდება

მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი დასაწყისი იყო! კვარას და ყველას გილოცავთ მარიამობას !!!
saqartvelo
10:13 28-08-2023
1
კვარას და ყველას გილოცავთ მარიამობას. ჩემი აზრით სპალეტიმ დაიწყო და ეს გარსიაც აგრძელებს კვარას გადაკეთებას გუნდში ბურთის "დისტრიბიუტორად", რაც ჩვენ ნაკრებს გამოადგება თუ არა - სექტემბერში გამოჩნდება. კვარას გუშინდელმა თამაშმა გამახსენა ბავშვობის წლების მოვლენა, როცა ეზოში ან ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდით თუ მოვიდოდა ვინმე ჩვენზე უფროსი ასაკის ბიჭი რომელიც ფეხბურთს ჩვენზე უკეთესად თამაშობდა - კარში არ დაარტყამდა არავითარ შერმთხვევაში: - ხან ერთს, ხან მეორეს რიგრიგობით გაგვიგორებდა ბურთს კარში დასარტყმელად და ჩვენთვის სიხარულის მოსანიჭებლად! ასე მომეჩვენა გუშინაც: კვარამ ხან ერთს გაუგორა ბურთი, ხან მეორეს, ხან მესამეს, თვითონ კი პრაქტიკულად არც ერთმა არ გაუკეთა წესიერი პასი. ასე ნაპოლი "ვერ აფრინდება" კვარას ერთ ადგილზე მაღლა!
ვაჟა მასწ.
13:50 28-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული