ახლა ყველაზე დიდი ინტერესი რუდი გარსიას გუნდში 77-ე ნომრის როლს ეხება და მსჯელობა ამით უნდა დავიწყოთ. ერთია, რა იწერებოდა, რა ჩანდა ამხანაგურ მატჩებში და მეორე - ოფიციალური შეხვედრა. მიუხედავად გარკვეული დროით ამოვარდნისა, წინა სეზონის ბოლოდან მოყოლებული უშედეგობის
რაც ამას შეჩვეულ გულშემატკივარს, შესაძლოა, თვალში მოხვდა, ქართველი ფეხბურთელის მხრიდან ნაკლები დრიბლინგი იქნებოდა. როცა რამდენიმე მოთამაშე "ფეხზე გაზის", შეტევის გასამწვავებლად ისეთი გზა უნდა მოძებნო, ბურთის დაკარგვა მინიმუმამდე დაიყვანო. მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებს ის, რაც ხვიჩამ "ლივერპულის" მცველებს დაატეხა. მოწინააღმდეგეები ამის აღმოფხვრაზე მუშაობენ და უნდა შევეგუოთ, რომ დიდია შანსი, ჩვენებური უფრო "დირიჟორის" ფუნქციებით იყოს და არა მუდმივად დრიბლინგებზე მოფიქრალად - ასეთ დროს "კვარა" კარისკენ ზურგით ხშირად იქნება.
გარსიას "ლილში" ედენ აზარის კარგი გამოცდილება აქვს, როგორც ე.წ. თავისუფალი მოთამაშის. ეს ბოლომდე დაცვითი ფუნქციებიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს, მუდმივი გადაადგილებებით კი მეტოქეს აბნევ და შენ შესაჩერებლად იმდენ რესურსს ხარჯავს, თავად იერიშებზე ფიქრი უჭირს. ამ დროს ნახევარდაცვის როლი ძალიან დიდია. თუმცა, გვახსოვს, რუდიმ ოსიმენს დაცვაში უფრო აქტიურობა რომ მოსთხოვა.
გარსიამ თითქოს უკმაყოფილოდ თქვა, რომ ტაიმის ბოლო 15 წუთში მისმა გუნდმა ბურთი დათმო. არადა, ამაში დადებითი ისაა, რომ სპალეტის დროისგან განსხავევით, ნეაპოლელებს მატჩის წარმართვისას უფრო მეტი მრავალფეროვნება აქვთ, ბოლოს ორფორვარდიანი ტაქტიკაც კი ვნახეთ. წარმოიდგინეთ, ფრანგ მთავარ მწვრთნელს გუნდი საკუთარი გემოვნებით არ დაუკომპლექტებია, ამ დროს კი არსენალი ლუჩანოზე მეტი აქვს. კვლავ დიდია ვიქტორ ოსიმენის როლი, ლობოტკას მნიშვნელობის შემცირებაზე კი წინა შეხვედრის შემდეგაც ვისაუბრეთ - სლოვაკი ბურთთან ერთად უფრო იშვიათადაა, შესაბამისად, ცოტა პასსაც აკეთებს. აქვე, პენალტისტის ამბავიც საბოლოოდ უნდა გაირკვეს. უკვე ორი სეზონია, გუნდი ამ მხრივ ზედმეტად ბევრს სცოდავს.
უფრო მეტს "ლაციოსთან" ვნახავთ. სარი ბევრს იფიქრებს, ამ სიახლეებს რა უნდა დაუპირისპიროს და "ახალი" "ნაპოლის" პირველი სერიოზული გამომცდელი ის იქნება, იმის მიუხედავად, რომ რომაელებს სტარტზე ორი მარცხი აქვთ.
ხვიჩა შევიდა და დი ლორენცოს გაატანინა - "ნაპოლიმ" კვლავ გაიმარჯვა [VIDEO]