ფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი, რომ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გუშინ "სასუოლოსთან" ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად იყო და მწვრთნელი რუდი გარსია კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მითითებებს ასრულებს.

აი, რა განუცხადა ფედელემ რადიო Marte-ს: "რასპადორი თავდამსხმელია და კართან ახლოს უნდა ითამაშოს. გამოსავლის მოძებნაა საჭირო. მე არ მესმის რუდი გარსიასი, ის დარწმუნებულია თუ უბრალოდ სურს, პრეზიდენტს აამოს. გარსია ამბობს, რომ კვარაცხელია სასტარტოში იმიტომ არ დააყენა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მაქსიმალურად ვერ ივარჯიშა
და გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა. ის ცრუობს. "კვარასნაირი" ფეხბურთელი ცალი ფეხითაც თამაშობს.

სიმართლე ისაა, რომ აქ საკვანძო რასპადორის მომენტია. "ნაპოლიმ" მოცემულობა უნდა შეცვალოს და ჯაკომოსთვის მოედანზე სტაბილური ადგილი მოძებნოს. მე პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩემი აზრით, სიტუაცია ასეთია".

დღეს "ტუტოსპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას "ნაპოლი" მალე კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაუგრძელებს და სეზონურ გასამრჯელოს 1.25 მილიონი ევროდან 3.5 მილიონამდე გაუზრდის.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ფედელე ფესვში ხედავს იტალიური ფეხბურთის გარშემო ხრიკების ხლართვის მსვლელობებს.იტალიუტი ფეხბურთისგარშემო ბიზნესი ყოველ ხუთ წელიწადში ყროლდება .ხმაურიანი პროცესების განწმენდის მცდელობები,წამდაუწუმაა იტალიის სასამართლოებში. მიტომა ინგლისის და ესპანეთის უმაღლესი ლიგების ტოპ კლუბები,ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის უფრო სასურველი და საჭირო,მატერიალურადაც და ყველაფრითაც,ჯუღელები დააჩაგვრინებენ ნიჭიერ ქართველ ბიჭებს ამ აფერებში გახლართვისას,თავიანთი უვიცობისა გამო,თუმცა ხვიჩა უკვე ჩაიჭრა ვითომ მის კეთილისმსურველებისა რჩევებით.ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებში ართამაშით,როცა ჯერ სამშობლო დამერე დანარჩენი სხვა,იყო მისთვის გადაუდებლად საჭირო.
მ.ზ.
18:25 29-08-2023
5
ბიჯო, დავიჯერო ამ ნაპოლიზე სხვა ვინმე არ აკეთებს ხოლმე კომენტარს სულ ეს ავანტიურისტი, ეპატაჟური კაცი რომ მხვდება ყოველდღე აქ - "ვხედავ რუსეთში ტყეებს ცევხლი უკიდიათ" -ის მსგავსი კომენტარებით?
გადახდილი აქვს თუ რა ხდება?:))) რას სიაფანდობს ის იქ? ან ჩვენ აქ რატო განვიხილავთ მის აფერისტობებს? :))) საგიჟეთია:))(
იბერია
14:18 29-08-2023
6

სიახლეები პოპულარული