დემჩენკო: აზაროვი ალბას ჰგავს, მაგრამ დაზღვევას საჭიროებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" უკრაიინელმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ "შახტარის" ახალწვეულის, ირაკლი აზაროვის შესახებ ua-football-თან ისაუბრა:

"ის შემტევი სტილის მარცხენა მცველია. ძალიან სწრაფია, მოხერხებული და ტექნიკური. თავისი სათამაშო მახასიათებლებით ჟორდი ალბას ჰგავს. მეტოქის საჯარიმოში არასტანდარტულად თამაში შეუძლია.

რომელია მისი უძლიერესი უნარები? ინდივიდუალური ტექნიკური ოსტატობა. არ ეშინია მეურვის "მოტყუების". თავისუფლად შეუძლია ერთ ან თუნდაც ორ მოწინააღმდეგეს გასცდეს. ცაციაა, თუმცა შეუძლია არა მხოლოდ მივიდეს საჯარიმოსთან, არამედ ცენტრისკენ შეიწიოს და კარში მარჯვენით დაარტყას.

რა თქმა უნდა, მცველი, რომელიც წინ გარბის, ყოველთვის ვერ ასწრებს უკან დაბრუნებას. იმდენად,
რამდენადაც ირაკლი ყველა იერიშში ერთვება, აუცილებელია ცენტრალურმა მცველმა ან საყრდენმა დააზღვიოს. ვფიქრობ, მწვრთნელი მოიფიქრებს, როგორ მოახერხოს მისი მინუსების კომპენსირება.

ჩემი აზრით, "შახტარის" მწვრთნელისთვის აზაროვი ძალიან სასარგებლო იქნება. "მეშახტეები" ახლა ჰოლანდიური სტილის მიმდევარია, რომელიც ბურთის მუდმივად ფლობას გულისხმობს. ქართველი ვალდებულია ამ მოდელს მოერგოს. "შახტარისთვის" ის გაძლიერება გახდება. იმავე ალეკსეი კაშუკთან ერთად ფლანგზე შეუძლია ძალიან ეფექტური დუეტი შექმნას".

მკითხველის კომენტარები / 4 /
დემჩენკო ბრავო
suxumchanin
21:45 28-08-2023
0
ბათუმის დინამო გია გრიგალავას იმატებსო და მართალია?
ბათუმი
21:28 28-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული