მიქაუტაძე ამსტერდამშია - კლუბები ტრანსფერის ფასს ათანხმებენ

AutoSharing Option
ნიდერლანდურ მედიაში გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში" სავარაუდო გადასვლა აქტიურად შუქდება. Telegraaf-ი წერს, რომ ქართველი გუშინ საღამოს დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 31 აგვისტოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს დაესწრება, რომელშიც "აიაქსი" "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს (ბულგარეთში აიაქსმა 4:1 მოიგო).

გამოცემა აღნიშნავს, რომ "აიაქსს" "ატლანტა იუნაიტედის" 22 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის, ტიაგო ალმადას შეძენა სურდა, მაგრამ ძალიან ძვირი დაუფასეს და ამის შემდეგ გადაერთნენ მიქაუტაძის ტრანსფერზე.

ad.nl-ის ცნობით, "აიაქსი" გიორგის დუშან ტადიჩის მემკვიდრედ განიხილავს და "მეცთან" მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს ამსტერდამული
კლუბის სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი.

"აიაქსი" მზადაა მიქაუტაძეში 15 მილიონი ევრო და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს, "მეცი" კი 17+3 მილიონს ითხოვს და ფრანგული პრესის მტკიცებით, კლუბების მიერ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დროის საკითხია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზუსტად ის გუნდია სადაც გაიბრწყინებს ეს ბიჭი ძაან მაგარი ტრანსფერია საღოლ.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ
კაკო
30 აგვისტო 2023 11:21
0
წინ მომდევნო ევროპისკენ ან მსოფლიოსკენ... მე მჯერა ამ ნაკრების!
Dima
29 აგვისტო 2023 16:09
0
მშვენიერია, ზუსტად მიქასთვის ზედგამოჭრილი გუნდია აიაქსი,დარტყმებსაც დაამუღამებს და დრიბლინგსაც და მერეე, ჰერი ჰერი ან ინგლის - გერმანიაში, ან ესპანეთში.
მალხაზ ჯობავა
29 აგვისტო 2023 13:03
0
Anu ajaxis gulshematkivrobasac viwyebt
Gio
29 აგვისტო 2023 07:35
0
1994 წელს დავიწყე აიაქსის გულშემატკივრობა და ზოგადად თუ ნამდვილი ფეხბურთი გიყვარს მსგავს გუნდებს უნდა უგულშემატკივრო,გუნდები რომლებსაც ძლიერი აკადემია ჰყავთ და საკუთარი გაზრდილებით აღწევს წარმატებას, აბა ჩელსია გუნდი,მილიარდებს ხარჯავენ ტრანსფერებში და კონფერენს ლიგაზეც ვერ ხვდებიან
საქართველო
29 აგვისტო 2023 13:38
1

სიახლეები პოპულარული