ნიდერლანდურ მედიაში გიორგი მიქაუტაძის "აიაქსში" სავარაუდო გადასვლა აქტიურად შუქდება. Telegraaf-ი წერს, რომ ქართველი გუშინ საღამოს დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 31 აგვისტოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს დაესწრება, რომელშიც "აიაქსი" "ლუდოგორეცს" უმასპინძლებს (ბულგარეთში აიაქსმა 4:1 მოიგო).
გამოცემა აღნიშნავს, რომ "აიაქსს" "ატლანტა იუნაიტედის" 22 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველის, ტიაგო ალმადას შეძენა სურდა, მაგრამ ძალიან ძვირი დაუფასეს და ამის შემდეგ გადაერთნენ მიქაუტაძის ტრანსფერზე.
ad.nl-ის ცნობით, "აიაქსი" გიორგის დუშან ტადიჩის მემკვიდრედ განიხილავს და "მეცთან" მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს ამსტერდამული
"აიაქსი" მზადაა მიქაუტაძეში 15 მილიონი ევრო და 5 მილიონი ბონუსების სახით გადაიხადოს, "მეცი" კი 17+3 მილიონს ითხოვს და ფრანგული პრესის მტკიცებით, კლუბების მიერ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ დროის საკითხია.