მიქაუტაძემ "აიაქსში" სამედიცინო შემოწმება გაიარა - შოთა არველაძემ თანამემამულე შეაქო

AutoSharing Option
"აიაქსის" ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ ამსტერდამულ გუნდში გიორგი მიქაუტაძის გადასვლის წინ ნიდერლანდურ "ტელეგრაფს" განუცხადა, რომ მისი თანამემამულე თამაშის სტილით ლუის სუარესს ჰგავს და ამაყი და აღელვებულია ტრანსფერით.

შოთას თქმით, "აიაქსს" აქვს იმის გარანტია, რომ მიქაუტაძე გოლებს გაიტანს და გულშემატკივრები არგენტინელი ტიაგო ალმადას არშემდგარი ტრანსფერის გამო იმედგაცრუებული არ უნდა დარჩნენ.

"ეკიპის" ცნობით, გიორგიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მალე ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. "მეცი" მის სანაცვლოდ 16+3 მილიონ ევროს მიიღებს და ის ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი იქნება.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო
წერს, რომ "აიაქსი" მიქაუტაძის შეძენას უახლოეს ხანში ოფიციალურად გამოაცხადებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აიაქსს რა სჭირს ჩვენი დასაწუნი ვერ ვხვდები, ან მეცი როგორ უნდა ამჯობინო. კარგი ფაქტია რომ ნელნელა სახელოვან გუნდებში გადადიან ბიჭები და აღარ ისმის ურალები და ოლექსანდრიები
რაბუ
21:56 29-08-2023
2
გიომ რაც საქართველოს ნაკრებში დაიწყო თამაში,მას შემდეგ კარგად წაუვიდა საქმეები კლუბებში!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული