საზონოვის ტურინული შანსები - დიდი ისტორია, ტრაგედია და დღევანდელი მდგომარეობა - ერთი კარგი მაგალითის ძალა...

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელები უკვე აღარ ხუმრობენ და იტალიაში საკმაოდ დიდი ლეგიონი გვეყოლება. აი, სადამდე შეიძლება მივიდეს ერთი კარგი მაგალითი, მშვენივრად ვხედავთ. გაოფიციალურებას ისევ დაველოდებით, თუმცა საბა საზონოვის "ტორინოში" გადასვლა გადაწყვეტილს ჰგავს. როგორც ცნობილი გახდა, მან ცოტა ხნის წინ თურქულ ვარიანტებზე უარი თქვა და უკეთეს შეთავაზებას დაელოდა. ერთხელაც გამოჩნდა, რუსეთიდან წასვლის საკითხზე ზედმეტად ემოციურობა საჭირო არაა, ყველა ცდილობს, ამისთვის იდეალური დრო შეარჩიოს.

საზონოვი დიდი ხანი არაა, რაც საქართველოს ნაკრებში თამაშობს. მან შანსი ეროვნულშიც მიიღო, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ბრწყინვალედ ჩატარების შემდეგ კი ვილი
სანიოლი მომავალში მასზე უფრო დიდ ავანსებს გასცემს. საბა ფიზიკურად ძლიერია, კარგად კითხულობს თამაშს, შეუძლია გუნდი შეტევაში პასებით ამოიყვანოს, სტანდარტულის შემდეგ გაიტანა კიდეც და ჯერ მხოლოდ 21 წლის ცენტრალურ მცველს კიდევ ბევრის სწავლა და განვითარება შეუძლია...

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, ტურინთან, პირველ რიგში, "იუვენტუსი" ასოცირდება, 1906 წელს შექმნილ გუნდს კი ქალაქის სახელი უწოდეს. "ტორინოს" ტოტალური ფეხბურთის ერთ-ერთ შემოქმედად მოიხსენიებენ, მათი სათამაშო ტაქტიკა 4-2-4 იყო. ამ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლეგენდარული სანდრო მაცოლას მამას მიიჩნევენ. მაშინ, როცა გუნდმა იტალიაში ზედიზედ ოთხჯერ იჩემპიონა და შორს არც მეხუთე სკუდეტო იყო, საშინელება დატრიალდა და "ტორინოს" თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოყვა - 1949 წლის 4 მაისს. მათი მაისური ბროწეულისფერია და მეტსახელიც აქედან გამომდინარე შეურჩიეს - Granata (ბროწეული)...

ტურინელთა დღევანდელი გუნდი ჩემპიონობისგან შორსაა, მაგრამ მათთან თამაში ყველას უჭირს. მთავარმა მწვრთნელმა, ხორვატმა იურიჩმა, რომელიც ემოციური ადამიანია, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან აქ საკმაოდ ბევრი მოთამაშე შეკრიბა. თავისი თანამემამულე ნიკოლა ვლასიჩი "ვესტ ჰემიდან" გადაიბირა. 25 წლის ფეხბურთელი მანამდე 4 სეზონის განმავლობაში მოსკოვის ცსკა-ში გამოდიოდა. "ტორინოს" ძალიან კარგი მეკარე ჰყავს, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი, რომლის ძმამაც "ლაციოდან" არაბეთს მიაშურა...

Sportall.Ge

საზონოვს საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლება. მისი მომავალი გუნდი 3-მცველიანი ტაქტიკით გამოდის, საბას კი თამაში როგორც მარჯვენა ცენტრალურ მცველად, ასევე შუაში შეუძლია. მარჯვნივ ნიდერლანდელი პეერ შურსია, რომელმაც ბოლო ტურში "მილანს" გაუტანა; 24 წლის ალესანდრო ბონჟორნო კი დიდი ხანია, რაც აქ გამოდის. მესამე მცველი ვეტერანი შვეიცარიელი, "მილანის" ყოფილი მოთამაშე კრისტიან როდრიგესია, რომელიც ადრეულ წლებში კარგი ფლანგელი იყო. ქართველ მცველს ნამდვილად შეუძლია არა მხოლოდ სასტარტოში იყოს, არამედ გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ტურინელებს 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვთ, უახლოეს ორ ტურში, "ჯენოასა" და "სალერნიტანას" წინააღმდეგ კი - სიტუაციის გამოსწორების კარგი შანსი. პირველ ნოემბერს კიდევ ერთ ქართულ დუელს ვნახავთ, იტალიის თასის 1/16-ფინალში "ტორინო" გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" შეხვდება. რაც შეეხება საზონოვისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებას, ეს პირველი წრის უკანასკნელ ტურში, 2024 წლის 7 იანვარს, ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.

 

altკიდევ ერთი ქართველი იტალიაში - საზონოვმა მოსკოვის "დინამო" დატოვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები საბას, აბა შენ იცი.
დიდება საქართველოს!
ლევანი
12:56 30-08-2023
1
ერთ დამპალ ვაშლს ,ყველას დალპობა შეუძლია, ხოლო ერთ ჯანსაღს ყველას გადასაღება. ამიტომ ვართ საკუთარი ერის სახე შინაგან და მითუმეტეს უცხოეთშიც. საბას დიდი წარმატება ელის. ხვიჩუ კიდევ ერთხელ მადლობა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
10:27 30-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული