"ტირილს არ ვაპირებ" - მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი საზონოვის ტრანსფერზე

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ საბა საზონოვის "ტორინოში" ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მცველი იტალიაში იმყოფება, ამ წუთებში სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდეგაც ტურინელთა ახალ ფეხბურთელად ოფიციალურად წარადგენენ.

შენიშვნა: კომენტარი გაკეთებულია გუშინდელ მატჩამდე, სადაც მოსკოვის "დინამო" რუსეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე "სპარტაკთან" 1:4 განადგურდა.

"საზონოვი მიდის? ვისურვებდი დღეს მის დაყენებას ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ ის იტალიაში დღეს მიფრინავს. თვითონაც ისურვებდა დღეს თამაშს, მაგრამ მისი რეისი დღეს 3 საათზე მიფრინავს.

საბას სუპერტრანსფერი აქვს კარგ გუნდსა და კარგ ლიგაში და მას წარმატებას
ვუსურვებ. ჩვენ ცენტრალური მცველი არ გვყავს, მაგრამ ამის გამო ტირილს არ ვაპირებ, ასეთია ცხოვრება", - თქვა ლიჩკამ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Ბათუმი და ფეხბურთი???თანაც ექსპერტი, ხა ხა ხა
Ბათუმელ ექსპერტს
31 აგვისტო 2023 07:53
3
ლუკა გაგნიძე ბუნდესლიგის საშუალო სტაბილურ გუნდს დახატა და,მაინცს ან შტუტგარტს
Levani
30 აგვისტო 2023 18:26
4
ეხლა გაგნიძეც წავიდეს მანდედან თუნდაც ცრვენა ზვეზდაში და ეგარი!
ბათუმელი ექსპერტი
30 აგვისტო 2023 18:05
4
წარმატებები მოსკოვის დინამოს
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
30 აგვისტო 2023 15:59
24
შენ კი - წარუმატებლობები!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
31 აგვისტო 2023 19:56
0

სიახლეები პოპულარული