"აიაქსმა" წააგო, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა - მიქაუტაძის დებიუტი ახლოვდება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში „აიაქსი“ საკუთარ მოედანზე „ლუდოგორეცთან“ 0:1 დამარცხდა, თუმცა, რადგან პირველი შეხვედრა 4:1 ჰქონდა მოგებული, ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

მასპინძელთა გუნდს ვერ დაეხმარა გიორგი მიქაუტაძე, რომლის განაცხადში შეყვანა ვერ მოასწრეს. "ლუდოგორეცთან" შეხვედრის 72-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს ამსტერდამელთა თავდამსხმელი სტივენ ბერგვეინი. ნიდერლანდური მედიის ცნობით, ის სერიოზულად დაშავდა და სავარაუდოდ, 3 სექტემბერს გასვლაზე "ფორტუნასთან" თამაშს ვერ შეძლებს. "აიაქსში" გიორგის დებიუტი, ალბათ, სიტარდიში შედგება.

ამსტერდამი. „კრუიფ არენა“
აიაქსი - ლუდოგორეცი 0:1
გოლი: ტისერა (62)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს აიაქსი იყო მიქაუტაძემდე, ხოლო რა იქნება მიქაუტიძის დროს, ამას ნახავთ მეორე სერიაში.
მალხაზ ჯობავა
11:52 01-09-2023
1
ამ წაგებით აიაქსმა მიქაუტაძის ტრანსფერის თანხა ამოაგდო კუშად :)
ზვიადი
10:28 01-09-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული