მატჩის დღე! "ფლანგის ჯადოქარი" "კვარა" კვლავ მეორე ტაიმში და რუის სასტარტოში დაბრუნება? - მიქაუტაძეც იწყებს...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" გამარჯვებებით დაიწყო, ვიქტორ ოსიმენს ისევ გააქვს, ხვიჩა კვარაცხელია ძველებურად "იქოქება", ჯოვანი დი ლორენცო კვლავ პროდუქტიულია - მოქმედი ჩემპიონი სახიფათოა. რუდი გარსიას გუნდი სანაკრებო პაუზამდე ბოლო მატჩს ჩაატარებს და "სტადიო მარადონაზე" "ლაციოს" უმასპინძლებს - დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

ამ გუნდებს შორის ფრე ბოლოს 2016 წელს დაფიქსირდა, ამის შემდეგ 13 მატჩიდან კი დედაქალაქელებმა მხოლოდ 3 მოიგეს. გასულ სეზონი ნეაპოლელებმა რომში ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ (2:1) გაიმარჯვეს, განმეორებით შეხვედრაში კი მაურიციო სარიმ ყოფილ კლუბს (1:0) აჯობა.

"ლაციოს" ორი წაგება
აქვს, სტარტზე სამი მარცხი კი არასდროს ჰქონია. ჩირო იმობილე მათი მაისურით მე-300 მატჩს ჩაატარებს, რომელიც ძველებური შედეგიანობით ვეღარ დაიკვეხნის.

Sportall.Ge

შესაძლოა, რუდი გარსიამ "ფლანგის ჯადოქარი" კვარაცხელია, რომელსაც წინა შეხვედრაში საგოლე პასი ჰქონდა, სასტარტოში კვლავ არ დააყენოს, ამის მიზეზი იმის გარდა, რომ ქართველს გარკვეული დრო გაუცდა, ისიც იქნება, რომ "კვარა" მეორე ტაიმში თამაშს სერიოზულად გააძლიერებს. ხვიჩა ამის შემდეგ თბილისში გამოემგზავრება, სადაც ესპანეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან დაპირისპირებებისთვის მზადებას დაიწყებს. მეორე ნახევარში ველით ლოსანოს ნაცვლად შეძენილ ლინდსტრომსაც. გამორიცხული არაა, მარიო რუი, ამ სეზონში პირველად, სასტარტოში ვიხილოთ. მთავარი მსაჯი კოლომბო იქნება.

უქმეების მთავარი მატჩები ქართველების მონაწილეობით:

შაბათი, 20:30 სთ - "ალავესი" - "ვალენსია" (მამარდაშვილი);

შაბათი, 18:00 სთ - "ქოვენთრი" - "უოტფორდი" (ჩაკვეტაძე);

შაბათი, 20:30 სთ - "უდინეზე" - "ფროზინონე" (კვერნაძე);

კვირა, 20:30 სთ- "ტორინო" (საზონოვი) - "ჯენოა";

კვირა, 16:30 სთ - 'სიტარდი" - "აიაქსი" (მიქაუტაძე).

altიქნება თუ არა კვარაცხელია "ლაციოსთან" სასტარტოში? - რუდი გარსიამ კითხვაზე უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 33 /
გამოაგინეთ ახლა რაც აგინეთ გარსიას.
ძირითადშია კვარა.
არავინ დაჩაგრავს დამშვიდდით :დ
3
ხომ არ იცით სად ვუყურო ნაპოლის თამაშს, აქამდე როჯადირექტა-ზე ვუყურებდი და დაბლოკილია
პაატა
19:18 02-09-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული