"შახტარმა" მოიგო - აზაროვმა 90 წუთი ითამაშა, გოჩოლეიშვილმა წითელი ბარათის გამო გამოტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინული პრემიერლიგის მე-6 ტურში დონეცკის "შახტარმა" "მინაი" 4:1 დაამარცხა.

"შახტარის" შემადგენლობაში ირაკლი აზაროვმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი აღნიშნული დაპირისპირება წითელი ბარათის გამო გამოტოვა.

6 ტურის შემდეგ დონეცკელები 14 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს 16 სექტემბერს, "ობოლონის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

მინაი. „მინაი“
მინაი - შახტარი 1:4
გოლები: 0:1 მატვიენკო (36), 0:2 კაშუკი (60), 0:3 სუდაკოვი (66), 1:3 გუნიჩევი (72), 1:4 ვიუნიკი (79)



მკითხველის კომენტარები / 4 /
აზაროვი ამ თაობაში ერთერთი საუკეთესოა! 1. ხვიჩა, 2 ჯორჟი,3 მარარდა 4 აზაროვი 5 ზურიკო 6 გოჩოლეიშვილი 7. წიტაიშვილი
რობი
20:18 02-09-2023
2
ძაან კარგად ითამაშა. გადახვევებით ვუყურე და სულ რამდენიმე შეცდომა ქონდა. დანარჩენი ბურთს იდეალურად ეპყრობა, ნუ უფრო დაცვითზე ქონდა აქცენტი მაგრამ ხარისხიანად შეასრულა ყველაფერი. მოსაგები ორთაბრძოლებიც მოიგო, ცოტა დაკარგა, ნაკლებს უტევდა მარა ორ საგოლეში მიიღო ნაწილობრივ მონაწილეობა.
ერთში კარგად წაართვა და მაქედან კონტრაზე გაუტანეს და მეორე გოლში ნუ შეტევის საწყისი პასი მაგისგან იყო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული