ფრე სიტარდიში - "აიაქსში" მიქაუტაძის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ფორტუნასა“ და „აიაქსის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

ამსტერდამულ გუნდში პირველად ითამაშა ახალწვეულმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გიორგის პარტნიორები პასს იშვიათად აძლევდნენ, ქართველმა თავად შექმნა 81-ე წუთზე მომენტი, როდესაც საჯარიმოს გარეთ მცველს გასცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

თამაში კი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, გადახალისებული „აიაქსი“ დამაჯერებელი ვერ იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს.

„აიაქსმა“ 3 ჩატარებულ მატჩში 5 ქულა მოიპოვა და 17 სექტემბერს ენსხედეში „ტვენტეს“
დაუპირისპირდება.

სიტარდი. „ფორტუნა„
ფორტუნა - აიაქსი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ნოსლინი (10, ფორტუნა)

მკითხველის კომენტარები / 34 /
ახლა წავიკითხე , უკმაყოფილოები ყოფილან აიაქსის გულშემატკივრები მიქაუტაძის თამაშით! დაბალი შეფასება დაუწერეს . აი თავხედობა თუ გინდათ ეგაა - ადამიანი აქტიურად იხსნებოდა და პასს ვერ აძლევდნენ, სამ პასს ვერ აბავდნენ ზედიზედ, კარში ვერ დაარტყეს ორი ტაიმის მანძილზე დაერთადერთი მომენტი ისევ ამან შექმნა თან თავიდან ბოლომდე თვითონ. ხოდა ამ ფარჩაკი გუნდის გულშემატკივრებს კიდევ აქეთ ქონიათ რაღაც პრეტენზიები ჟორჟთან! მოკლედ ღმერთმა ქნას სიტუაცია გამოსწორდეს, თორემ ცუდად დაიწყო ყველაფერი...
გაბრაზებული
04 სექტემბერი 2023 21:55
1
თქვენ მიქაუტაძე მართლა საბურთალოს აკადემიის აღზრდილი ხომ არ გგონიათ? ფრანგია ,ფრანგიიი....ის პსჟ-ს, მარსელის, ლილის, მონაკოს და ა.შ. ფეხბურთელებთან, იგივე მპესთან ერთად გაიზარდა საფრანგეთში და აიაქსი მისთვის გამოწვევაა,უცხო გარემოა და ტრამპლირია პრემიერ ლიგაში. ისე ნიდერლანდების ჩემპიონატს ასე კნინობით მოიხსენიებთ და ვინც მეცის და აიაქს შორის ტოლობას სვამთ მგონია-ბალზეა და ტყემალს ჭამს-ბოლოს და ბოლოს წელს ჩ/ლ ჯგუფურ ეტაპზე ორი ნიდერლანდური გუნდი იქნება, თუ პსვ-ა ნაკლები მარსემზე ან ფეინორდი ლილი-ზე......დაანებეთ თავი მიქაუტაძეს, ის თავისთავს მიხედავს და ნაკრებშიც თავს არ შეირცხვენს. წერეთ, იკითხეთ და ლანძღეთ ერთმანეთი კვარას ხელფასა და კონტრაქტზე, ასევე უგულშემატკივრეთ ნაპოლი-ის, აფრიალეთ ნეაპოლის დროშები, ძირძველი ნეაპოლელებივით, მოაწყვეთ ცნობადების ჩარტელური ტურები და ითვალეთ ოსინენა რამდენს გაიტანს.....
შულაია
04 სექტემბერი 2023 10:38
7
შულაია რა დღეში გაქ ნერვები... რაგჭირს ტოოოო
ცისფერი მთები
04 სექტემბერი 2023 21:30
1
საფრანგეთში რომ გაიზრდები ჰოლანდია როგორაა გამოწვევა? ლიგა 1 რომ ხარ აიაქსი როგორაა გამოწვევა
vis Aboleb?
04 სექტემბერი 2023 20:31
1
ყველა გამოხმაურება
გუნდს აკლია შეთამაშება. თუმცა, არც უთამაშიათ ზოგს ერთად მანამდე. მგონი, გუნდის კაპიტანიც კი ახალწვეულია.
ერთი თამაშით არ შეიძლება შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება.
ბოლო-ბოლო, აიაქსის მესვეურები, ჩვენზე ცოტა მაინც უკეთ ხომ ერკვევიან ფეხბურთში.
გოგია
04 სექტემბერი 2023 10:33
3
აიაქსის მესვეურებს შეიძლება სულაც განვითარების 5 ან მეტწლიანი პერსპექტიული გეგმა ქონდეთ , რომ ამ დროის შემდეგ მაგარი გუნდი ჩამოაყალიბონ. გუნდისათვის ხუთი წელიწადი არაფერი დიდი დრო არ არის. აი ფეხბურთელუსათვის კი ნახევარი კარიერაა ლამის. ხოდა მენანება ეს ნიჭიერი ბიჭი ამ დროის კარგვისათვის..
04 სექტემბერი 2023 14:36
0
ნუ რაც არის არის ბრატ, ძალიან გაგიბანძეთ აიაქსი ეხლა მარა (თვითონ გაიბანძეს) ტემპი არ დააგდო დააწექი მხეცივით. ბომბარდირი უნდა გახდე სხვა ვარიანტი არც უნდა განიხილებოდეს სხვა გამოსავალი არ არის. შრომა ყველგან დაფასდება სადაც არ უნდა იყო, ნაკრებშიც შეუბერე მთავარი ეს არის
Erti
04 სექტემბერი 2023 10:26
0
ჩემი აზრით არ უნდა გადასულიყო მეციდან, ბაპეს და ასენსიოს რამოსის წინაგმდეგ თამაში უფრო უკეთესი იკნებოდა, მონაკო ლიონი მარსელი ამათ წინააღმდეგ თამაში ჯობია გაუგებარ ხალხთან და გუნდებთან თამაშს, საერთოდ ვინმე ცნობილი თუ არის ჰოლანდიის ჩემპიონატში ფეხბურთელი???,.. ნუ აიქსზე საერთოდ კომენტარს ვერ გავკეთებ ეს გუნდი არა კაი ხანია და წელს ხო საერთოდ.. რათქმაუნდა ყველამ თავისი საქმე თვითონ იცის და სადაც უნდა იქ გადავა. მაგრამ მე საფრანგეთის ჩემპიონათში დავრჩებოდი თუნდაც იმიტომ რომ ბაპეს ხელს ჩამოვართმევდი. ეს ხუმრობით.. ნუ ეხლა იმ მიზეზით რომ აიაქსი ერთ დროს სუპერ გუნდი იყო მასე თბილის დინამოც ერთ დროს ძან მაგრი იყო და გადმოსულიყო აქ ხო ესეც ლოგიკურიაა>.
ცისფერი მთები
04 სექტემბერი 2023 08:34
4
პსჟ -ს ერთი გოლი რომ შეუგდოს გადაირევა მთელი მსოფლიო ბობოლები დაესევიან ეგრევე, და თუ გავარდებოდა მეცი ლიგა 1დან რა ეჩქარებოდა მერე წავიდოდა მაქედან არ დაიკარგებოდა არანაირად. მანდ კიდე ვის, აიაქსში თვითონაა და პსვ ებს და ალკმაარებს უნდა ეთამაშოს მაგათზე გინდ გაგიტანია გინდ არა. სუარესს რომ გაიძახიან, კი იყო აიაქსში და ბევრი გოლები გაქონდა მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის მერე გადავიდა ლივერპულში იმიტომ რომ მსოფლიოზე გამოიჩინა თავი. ეს არავის ახსოვს, მე4 ადგილი დაიკავა ურუგვაიმ და მსოფლიო რომ მორჩა მერე წაიყვანეს ლივერპულში ეგრევე. თორმ მაგის გარეშე ვინ წაიყვანდა ლივერპულში საკითხავია. ეს ბევრს ავიწყდება და ეგ წარმატება მერე მიეწერება ვითომ აიაქსს და მიდის დეგენერატული პიარი. შეიძლება მაინც წასულიყო მაგრამ სადმე ვესტ ბრომვიჩებში ან სტოუკში ლივერპულში კი არა.
Vot.
04 სექტემბერი 2023 10:09
1
ვამბობდი, ამ აიაქსში და ჰოლანდიის ჩემპიონატში გადასვლას, დარჩენილიყო მეცში - პსჟ-ს, ლიონს, მარსელს, ლანსს, ბორდოს და მონაკოს ეთამაშებოდა.
დათო
03 სექტემბერი 2023 23:06
10
შენ კი არა მე ვამბობდი ტოო
ეე
04 სექტემბერი 2023 00:26
1
ესეთი სუსტი აიაქსი არასდროს არ მინახავს , ან რა წესია მთელი გუნდი გაყიდო და სულ ახალი ხალხი მოიყვანო, ესეთი რამე არც გამიგია, ესენი რომ შეთამაშთებიან ამასობაში კი გავარდებიან ერადივიზიონიდან, ცოტა მეეჭვება ამ გუნდში რამეს მიაღწიოს გიომ,
ბექა
03 სექტემბერი 2023 22:22
7
ვშიშობ ამ აიაქსს უახლოესი ორი- სამი წელი არაფერი გამოუვა. არამგონია ევროტურნირების ზონაში მოხვედრა მოახერხოს წელს. ან თუნდაც გაისად. რატომ უნდა დაკარგოს მიქაუტაძემ წლები ამ მაჩანჩალა გუნდში არ მესმის. მოეცადა ცოტა და ტოპ ხუთი ჩემპიონატის ნორმალურ გუნდში გადავიდოდა!
ან
03 სექტემბერი 2023 22:11
6
აირევა ჟორჟის საქმე ,ეს აიაქსი კი არა მარტო სახელია .აქეთ კვარას უდგას რთული პერიოდი.
რენი
03 სექტემბერი 2023 22:09
12
წიეთ პლანი და იხსენეთ კრუიფის ნოსტალგიები ეხლა
Xom Babanebt
03 სექტემბერი 2023 21:44
6

სიახლეები პოპულარული