ნიდერლანდების ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ფორტუნასა“ და „აიაქსის“ მატჩი 0:0 დასრულდა.
ამსტერდამულ გუნდში პირველად ითამაშა ახალწვეულმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გიორგის პარტნიორები პასს იშვიათად აძლევდნენ, ქართველმა თავად შექმნა 81-ე წუთზე მომენტი, როდესაც საჯარიმოს გარეთ მცველს გასცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
თამაში კი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, გადახალისებული „აიაქსი“ დამაჯერებელი ვერ იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს.
„აიაქსმა“ 3 ჩატარებულ მატჩში 5 ქულა მოიპოვა და 17 სექტემბერს ენსხედეში „ტვენტეს“ დაუპირისპირდება.
ფორტუნა - აიაქსი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ნოსლინი (10, ფორტუნა)