ფრე სიტარდიში - "აიაქსში" მიქაუტაძის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეოთხე ტურში „ფორტუნასა“ და „აიაქსის“ მატჩი 0:0 დასრულდა.

ამსტერდამულ გუნდში პირველად ითამაშა ახალწვეულმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გიორგის პარტნიორები პასს იშვიათად აძლევდნენ, ქართველმა თავად შექმნა 81-ე წუთზე მომენტი, როდესაც საჯარიმოს გარეთ მცველს გასცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

თამაში კი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, გადახალისებული „აიაქსი“ დამაჯერებელი ვერ იყო და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს.

„აიაქსმა“ 3 ჩატარებულ მატჩში 5 ქულა მოიპოვა და 17 სექტემბერს ენსხედეში „ტვენტეს“
დაუპირისპირდება.

სიტარდი. „ფორტუნა„
ფორტუნა - აიაქსი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ნოსლინი (10, ფორტუნა)

მკითხველის კომენტარები / 34 /
საერტოდ პასს არ აძლევდნენ ეს უნამუსოები, მაგრად გამისწორდა მწვრთნელმა რომ არ შეცვალა ისაც მიხვდა რაც ხდებოდა, მიდი გიოოოო მაგარი ხარ.....
გაგა
18:58 03-09-2023
3
ეს ვინ იყვნენ, ეს რა გუნდია, რამდენჯერ გაიხსნა და ერთხელ პასი არ მისცეს. ეს ის „აიაქსი“ არაა, ასეთ გუნდში გაუჭირდება.
თბილისელი
19:42 03-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული