"ამ ბიჭს ფიზიკური პრობლემები აქვს? სხვა ახსნას ვერ ვპოულობ..." - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარაზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ "ნაპოლისა" და "ლაციოს" (1:2) მატჩი შეაფასა. იტალიელის თქმით, კვარაცხელია უფრო მეტად უნდა დაიტვირთოს.

"მაინტერესებს, რატომ არ არის კვარაცხელია "ნაპოლის" ცენტრალური ფიგურა? ხვიჩას ფიზიკური პრობლემები აქვს? ამ ყველაფერს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. აბსურდულად მეჩვენება, შეცვალო მოთამაშე, რომელიც კარისკენ ყველაზე მეტს ურტყამს, თან მაშინ, როცა ანგარიშის გათანაბრება უნდა სცადო. 

ეს კითხვები გარსიამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას. "ნაპოლი" მეორე ტაიმში სრულად მოიშალა, თითქოს ეს გუნდი საკუთარ იდენტობას კარგავს...", - განაცხადა კიარელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო მატჩს სანაკრებო შესვენების
შემდეგ, 16 სექტემბერს, "ჯენოას" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელიას და ოსიმენის ხელფასის საკითხის მოუგვარებლობა "ნაპოლიზე" უარყოფითად იმოქმედებს - იტალიური მედია ამაში საფრთხეს ხედავს

alt"რატომ ცვლი გუნდის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს?" - გარსია კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

მკითხველის კომენტარები / 15 /
აურელიომ ზუსტად ის მწვრთნელი შეარჩია ვინც მის ბრძანებებ უპირობოდ შეასრულებს!
გურია-ნაპოლი!
17:03 04-09-2023
2
ხვიჩა მართლა დაიკიდე რა ერთხელ მაინც ეს მწვრთნელების მითითებები და მონახაზი, აფეთქდი ძველებურად, გავარდი ფლანგებზე, შევარდი ცენტრში, ურტყი ყველა პოზიციიდან და ულიდერე გუნდს და მერე ნახავენ ტიფოზები რო შენ, შენს გემოზე მორგებულ ფეხბურთს რო არ გათამაშებენ და გატორმუზებენ.
მალხაზ ჯობავა
18:45 04-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული