"ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკების სირთულეზე ჭორები უარყო.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონტრაქტის პირობებზე. შეგახსენებთ, ხვიჩასა და მის მხარეს სურთ 5+1 მილიონი ევრო სეზონში, "პარტენოპეის" ხელმძღვანელობა კი 3-3.5 მილიონ ევროსაც არ თანხმდება.
შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი, ხელშეკრულების მიხედვით, ამჟამად სეზონში 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სხვა დამატებით სიახლეებს კი "ნაპოლის" წარმომადგენლებმა ჭორები უწოდეს:
"გარკვეული მედიასაშუალებები, რომელთა წყაროებიც მხოლოდ აგენტები არიან, არ წყვეტენ საუბარს, რომ "ნაპოლი" ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ეს ინფორმაცია არის სრული "სისულელე". კლუბის მხრიდან არავის უსაუბრია კონტრაქტის შესაძლო
გახანგრძლივებაზე, მათ შორიც, არც ნაპოლის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს", - წერია გამოცემაში.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით